ვინ რა საარჩევნო ნომრით იყრის კენჭს 2020-წლის საპარლამენტო არჩევნებზე - ცესკოში წილყრის პროცედურა იმართება
ვინ რა საარჩევნო ნომრით იყრის კენჭს 2020-წლის საპარლამენტო არჩევნებზე - ცესკოში წილყრის პროცედურა იმართება

A+ A-

15:11 19/09/2020

ვინ რა საარჩევნო ნომრით იყრის კენჭს 2020-წლის საპარლამენტო არჩევნებზე? - წილყრა ამ საკითხის გადასაწყვეტად, ამ წუთებში ცესკოში იმართება. პარტიებს, რომლებსაც წინა არჩევნებზე ბარიერი არ აქვთ გადალახული, ან რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში, პროცედურის თანახმად, ნომრებს ლოტოტრონის საშუალებით მიანიჭებენ.

გარკვეულ პარტიებს უკვე მიენიჭათ ნომრები. ეკა ბესელიას პარტია სამართლიანობისთვის არჩევნებში 26 ნომრით მიიღებს მონაწილეობას. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პროცედურა დაგვიანებულია, რადგან არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. 

"ცოტა დაგვიანდა ეს პროცესი, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დროა დარჩენილი არჩევნებამდე და ახალი პარტიებისთვის, რომელთა ცნობადობა მოკლე დროში უნდა მოახერხოს ამომრჩეველმა, ორი რამით ხდება - ეს არის პარტიის სახელი ად ნომერი. შესაბამისად, ამ ცოტა დროში ჩვენ რთული გამოწვევების წინაშე ვართ, რომ დავამახსოვროთ ამომრჩეველს ჩვენი ნომერი,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" 2020 წლის არჩევნებში 19 ნომრით იბრძოლებს.

"ორიენტაცია არ გვაქვს, რომ რომელიმე კონკრეტული ნომერი გვქონდეს, შეცვლის ბევრს, იმიტომ რომ ნომრის დამახსოვრება და იდენტიფიცირება არის ძალიან მარტივი იმ გადმოსახედიდან, რომ უამრავი პარტია არის დარეგისტრირებული და ხშირ შემთხვევაში ნომერი ხდება ხოლმე განმსაზღვრელი. პარტიების სახელები ხშირად გავს ერთმანეთს, ამიტომ ნომერი არის ის გამორჩეული ნიშანი, რომლითაც შეიძლება მარტივად მოახდინო იდენტიფიცირება," - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.