"ლელოს" სახით, საქართველოს მოსახლეობას აქვს შანსი, არჩევანი არ გააკეთოს ცუდსა და ცუდს შორის - კობერიძე
"ლელოს" სახით, საქართველოს მოსახლეობას აქვს შანსი, არჩევანი არ გააკეთოს ცუდსა და ცუდს შორის  - კობერიძე

A+ A-

16:47 21/09/2020

„ლელო საქართველოსთვის“ იქნება პარტია, რომელიც საქართველოს პარლამენტში იმ რაოდენობით შევა, რომ მის გარეშე მთავრობის ფორმირება შეუძლებელი გახდება. ამის შესახებ „2020NEWS”-თან საუბრისას „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა,  ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლოს ჩატარებული კვლევების შედეგები  და “ლელოს” არარეიტინგულობა არაფერს ნიშნავს, რადგან საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც არც  კი იცის, ვის აძლევს ხმას ან არ ამხელს საკუთარ არჩევანს, არის „ლელო საქართველოსთვის“ პოტენციური მხარდამჭერი.

„კვლევები და მათი შედეგები, თითქოს,  „ლელო საქართველოსთვის“ არარეიტინგულია, არაფერს ნიშნავს, რადგან ფაქტია, ის დიდი ოდენობით ამომრჩეველი, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მიცემს ხმას არჩევნებზე , ან უბრალოდ არ ამხელს არჩევანს,  არის „ლელოს“ პოტენციური მხარდამჭერი, ამ ყოველივეში კი არჩევნების დღეს დავრწმუნდებით“ , - განაცხადა კობერიძემ.

კობერიძის თქმითვე, „ლელოს“ მაღალრეიტინგულობას მათ მიერ ჩატარებული კვლევებიც მოწმობს, სადაც პარტიას ორნიშნა მაჩვენებელი აქვს.

„ჩვენმა პარტიამ „ლელომ“ საკუთარი კვლევაც ჩაატარა, რომელიც მაღალპროფესიონალურ დონეზე, სპეციალისტების მონაწილეობით ჩავატარეთ,  „ლელოს“ მონაცემი კი ორნიშნა ციფრი იყო.

„ლელო საქართველოსთვის“ არის პარტია, რომელიც საქართველოს პარლამენტში დიდი რაოდენობით შევა და ჩვენს გარეშე მთავრობის ფორმირება შეუძლებელი იქნება“, - ამბობს  კობერიძე.

მისი თქმით, „ლელო სართველოსთვის“ არის ალტერნატივა, რომ საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი არ გააკეთოს ცუდსა და ცუდს შორის, არამედ გააკეთოს არჩევანი განვითარებულ და წარმატებულ საქართველოზე, რომელსაც „ლელოსთან“ ერთად, თითოეული ქართველი შექმნის.

„საქართველოს მოსახლეობას აქვს შანსი, არჩევანი არ გააკეთოს ცუდსა და ცუდს შორის, არამედ აირჩიოს წარმატებული და განვითარებული საქართველო, რომელსაც  „ლელო საქართველოსთვის“ ქართველ ხალხთან ერთად შექმნის და მიაღწევს იმ მწვერვალამდე, სადაც თითოეული ქართველი ღირსეულად შეძლებს ცხოვრებას“,  - განაცხადა კობერიძემ სააგენტოსთან საუბრისას.

ცნობისთვის, გამოქვეყნდა რამდენიმე ორგანიზაციის მიერ, ჩატარებული კვლევა, სადაც „ლელოს“  მოსახლეობის ნდობის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი - 2% აქვს, თუმცა მათ მიერ ჩატარებულ კვლევებში, პარტიის ნდობის რეიტინგი ორნიშნა ციფრით განისაზღვრა. პარტია საკუთარი კვლევის შედეგებს არ ასაჯაროებს.

ხატია მამულია