რეტროგრადული მარსი ვერძ ბოკერიას წარმატებას ემუქრება - გაიმარჯვებს თუ არა 2020-ის არჩევნებში კურო ხახუბია?
რეტროგრადული მარსი ვერძ ბოკერიას წარმატებას ემუქრება - გაიმარჯვებს თუ არა 2020-ის არჩევნებში კურო ხახუბია?

A+ A-

19:01 21/09/2020

რა შანსები აქვს "ევროპული საქართველოს" ლიდერს, გიგა ბოკერიას გადამწყვეტ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მოიგებს თუ არა იგი პირველად, ფოთი-ხობი-სენაკის სამაჟორიტარო ოლქს, რა უწინასწარმეტყველებენ ბოკერიას ვარსკვლავები. ამ და სხვა საინტერესო საკითხზე "2020NEWS"-ს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ესაუბრა.

როგორც ცაგარელი სააგენტოსთან საუბარისას აცხადებს, ბოკერიასა და "ქართული ოცნების" კანდიდატ ირაკლი ხახუბიას შორის, წარმატების შანსები თითქმის თანაბარია, თუმცა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატისთვის, როგორც ზოდიაქოთი ვერძისთვის საბოლოოდ, კარგი პერიოდი არ არის და რეტროგრადული მარსის გამო, მას წარმატების შანსი მცირეა. ასტროლოგის თქმით, საბოლოოდ, ამ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ხახუბია - ზოდიაქოთი კურო, გაიმარჯვებს.

„ძალიან დიდი ბრძოლა იქნება „ქართულ ოცნებასა“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს შორის. ეს ორი კანდიდატი იქნება მთავარი მოქმედი გმირი. მე მაინც მგონია, რომ მცირეოდენი უპირატესობით ირაკლი ხახუბია გაიმარჯვებს, წარმატების შანსი ზუგდიდის მსგავსად, აქაც 50-50-ზეა, მაგრამ გიგა ბოკერიას ახლა უშლის ხელს, რომ იგი ვერძის ბოლო გრადუსშია და ამ დროს ვერძში იქნება რეტროგრადული მარსი. უკანმოძრავი მარსი ძალიან შეუშლის ხელს წარმატების მიღწევაში. რომ არ ყოფილიყო ეს უკანმოძრავი მარსი ამ პერიოდში, არჩევნების დროს, მაშინ მე ვიტყოდი, რომ ბოკერიას, შესაძლოა, მეტი შანსი ჰქონოდა, თუმცა, ამ პლანეტარული წყობიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ კანდიდატს წარმატების მეტი შანსი აქვს“, - განაცხადა ცაგარელმა.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები იმართება.