Samsung-ის ჯგუფის თავმჯდომარე ლი კუნ-ჰი გარდაიცვალა
Samsung-ის ჯგუფის თავმჯდომარე ლი კუნ-ჰი გარდაიცვალა

A+ A-

12:56 25/10/2020

სამხრეთ კორეის უდიდესი კონგლომერატის, Samsung-ის ჯგუფის თავმჯდომარე ლი კუნ-ჰი გარდაიცვალა.

Samsung-ის განცხადებით, 78 წლის ლი კუნ-ჰი საკუთარ სახლში გარდაიცვალა, თუმცა კომპანიას გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებია. 2014 წელს მან გულის შეტევა გადაიტანა.

ლი კუნ-ჰი სამსუნგის ჯგუფის დამაარსებლის ლი ბიუნგ-ჩულის მესამე ვაჟი იყო. ის ოჯახურ ბიზნესს 1968 წელს შეუერთდა. 1987 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ კი თავმჯდომარედ დაინიშნა.

მის პერიოდში Samsung Electronics-ი მსოფლიოს უდიდესი კომპანია გახდა.

Forbes-ის მიხედვით, სამხრეთ კორეაში ის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, რომლის ქონება თითქმის 21 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

Samsung ჯგუფი 1938 წელს დაარსდა.