დმანისი-ბოლნისს ვიგებ - კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძეს
დმანისი-ბოლნისს ვიგებ - კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძეს

A+ A-

15:38 28/10/2020

აზერბაიჯანელ მოსახლეობაში გამივრცელეს ხმა, რომ ვარ სომეხი, გვარად ვოსკანიანი და დიდძალი ფული გადავურიცხე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს“, - ამის შესახებ საარჩევნო ბლოკის -„ნაციონალური მოძრაობა“  - ძალა ერთობაშია“ დმანისი-ბოლნისი-წალკა-თეთრიწყაროს ოლქში მაჟორიოტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ხელისუფლება მას ირაკლი კობახიძისა და ლაშა ნაცვლიშვილის მიერ დაგეგმილი წარმოუდგენლად ბინძური მეთოდებით უპირისპირდება.

„აზერბაიჯანელ მოსახლეობაში გაავრცელეს ხმა, რომ მე ვარ სომეხი, გვარად ვოსკანიანი და დიდძალი ფული გადავურიცხე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს. წალკაში კი, სადაც ბევრი სომეხი ცხოვრობს, მიდის საუბარი, რომ მე ვარ სანახევროდ აზერბაიჯანელი. ასეთი ბინძური კამპანია მიდის ჩემს წინააღმდეგ. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი.

სომეხი რომ ვიყო, სომხური გვარი მექნებოდა, ვიამაყებდი ამით, აზერბაიჯანელი რომ ვიყო, არც ამას დავმალავდი“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან.

ის „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება არის პასუხი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ბოლნისში თავად არიგებს ფულს.

რაც შეეხება კობახიძის მიერ დასახელებულ საარჩევნო ოლქებს, სადაც მისი მტკიცებით, ოპოზიციის მიერ არეულობა და დაპირისპირება იგეგმება, ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ეს ნიშნავს, ამ ოლქებში ოპოზიცია არჩევნებს პირველსავე ტურში იგებს.

შეგახსენებთქვეყანაში გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე დღე დარჩაარჩევნებამდე დარჩენილ დღეებს ქვეყნის პრემიერმა, გიორგი გახარიამ ტოქსიკური უწოდა.

ამასთანავე, მმართველი ძალა ქართული ოცნება აცხადებს, რომ არჩევნებში 60 %-ზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს.

პარალელურად, პარტია ევროპული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომ 60%-ის დასაწერად, არჩევნების შემდეგ ორშაბათს, 2 ნოემბერს ხელისუფლება კორონაპანდემიის გამო, ლოკდაუნს გამოაცხადებს.

ქართული ოცნებისაღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძის თქმით, კი სკანდალურ შს ექსმინისტრს, ვანო მერაბიშვილს .. ოპოზიციურ- რევოლუციური შტაბი“ აქვს გახსნილი.

ირინა მაკარიძე