გაუშვეს თუ არა "თეთრი ბილეთით" თავდაცვის სამინისტროდან ბადრი ესებუა ?
გაუშვეს თუ არა "თეთრი ბილეთით" თავდაცვის სამინისტროდან ბადრი ესებუა ?

A+ A-

15:44 28/10/2020

გაუშვეს თუ არა "თეთრი ბილეთით" თავდაცვის სამინისტროდან ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი ყოფილი სამხედრო ბადრი ესებუა? ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, აღნიშნული ტელევიზია და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულვებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულად საპირისპირო ინფორმაციას.

საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი, ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე“, - აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი.

თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საყოველთაოდ ცნობილი ტერორისტი, რომელმაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ 43 მძევალი აიყვანა და 500 000 დოლარით მიიმალა, 2018 წლის 4 ივლისს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნილია.

ბრძანებაში, რომელიც მაშინ საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა და ახლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 49-ე ნომერმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გამოსცა, ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას გათავისუფლების ზუსტი მიზეზი სამინისტროს დაფარული აქვს, თუმცა, ნათქვამია:

„I კლასის რიგითი ბადრი ტარიელის ძე ესებუა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვილ იქნას სამხედრო სამსახურიდან“. ფაქტია, ესებუა თავდაცვიდან „თეთრი ბილეთითაა“ გაშვებული. სხვათა შორის, ყოფილი მძევალი დავით ხვიბლიანი იხსენებს კიდეც, რომ მას ტერორისტმა ჰკითხა - "შენ გგონია, შენს სამსახურს რამე ფასი აქვს?“.