ვის მოუწყვია რევოლუცია მერიაში განცხადების შეტანით? ამ დებილიზმის გჯერათ? - უგულავა მდინარაძეზე
ვის მოუწყვია რევოლუცია მერიაში განცხადების შეტანით? ამ დებილიზმის გჯერათ? - უგულავა მდინარაძეზე

A+ A-

16:25 28/10/2020

"ვის მოუწყვია რევოლუცია მერიაში განცხადების შეტანით? ", - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას. 

უგულავა მდინარაძეს რეგვენს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება "გასულია". 

“მამუკა მდინარაძე რეგვენია. ვის მოუწყვია რევოლუცია მერიაში განცხადების შეტანით? ოფიციალური განცხადება მერიაში შეიტანეს თუ არა, ესეც არ ვიცი, სხვა პარტიაა და “ნაციონალურ მოძრაობას” ჰკითხეთ. მე ვიცი ერთი რამ, რომ ჯანსაღი აზრის ფარგლებში, მსოფლიოში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს რევოლუცია მოეწყო წინასწარ განცხადების შეტანით. თქვენ ამ დებილიზმის გჯერათ? საერთოდ გასულია ეს ხელისუფლება, რა კორექტულობას მთხოვთ? ასეთი რამე გაგონილა საერთოდ?”, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თბილისის მერიაში შესული წერილის თანახმად, “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების დღეს პარლამენტის შენობის წინ მრავალათასიან აქციას გეგმავს, რაც მდინარაძის მტკიცებით, არჩევნების შემდგე რევოლუციური მოძრაობის დაწყებას ითვალისწინებს.