მერაბიშვილისა და ახალაიების დაჯგუფებების დაპირისპირება "ნაცმოძრაობაში" - რა ინფორმაციები მიდის კობახიძესთან?
მერაბიშვილისა და ახალაიების დაჯგუფებების დაპირისპირება "ნაცმოძრაობაში" - რა ინფორმაციები მიდის კობახიძესთან?

A+ A-

17:02 28/10/2020

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რევოლუციურ სცენარებზე ინფორმაციები "ნაციონალური მოძრაობის" ჯგუფების შტატებიდან გამოდის.

როგორც კობახიძემ "დღის კურიერში" განაცხადა, ოპოზიციურ პარტიებში მწვავე დაპირისპირებაა და მათ შორის დაპირისპირებაა მერაბიშვილის, ახალიების ჯგუფებშიც და მათი შტაბებიდან ინფორმაციები მარტივად ჟონავს. 

"ჩვენ, ოპოზიციის ალტერნატიული, რევოლუციური შტაბიდან გვაქვს ინფორმაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს აღიარებული კრიმინალი ვანო მერაბიშვილი და იქ იგეგმება გარკვეული არეულობების სცენარები.

არეულია, ზოგადად, ოპოზიცია. ხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიების შიგნით არის მწვავე დაპირისპირებები. არის იქაც გარკვეული ჯგუფები, მერაბიშვილის ჯგუფი, ახალაიას ჯგუფი და ეს კრიმინალები ერთმანეთთანაც არიან დაპირისპირებულები და ინფორმაცია მარტივად ჟონავს მათი შტაბებიდან.

რაც შეეხება სისხლის სამართლის დევნას, ეს დამოკიდებულია სამართლებრივ მტკიცებულებეზე. მე იმედი მაქვს, რომ იქნება სამართლებრივი მტკიცებულებებიც", - განაცხადა კობახიძემ.