"ლელო" მოდის საქართველოს საშველად და შეაჩერებს უიმედობას - დავით უსუფაშვილი
"ლელო" მოდის საქართველოს საშველად და შეაჩერებს უიმედობას - დავით უსუფაშვილი

A+ A-

18:43 28/10/2020

ლელო“ მოდის საქართველოს საშველად, ყველა მოქალაქის კეთილდეეობისათვის. ამის შესახებ ლელო საქართველოსთვისსაარჩევნო სიის N3-მა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარტიის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელო“ მოდის და ყველას მოუწევს მისი მოსმენა.

„ლელო მოდის საქართველოს საშველად, ყველა მოქალაქის კეთილდღეობის მისაღწევად. ჩვენ ყველაზე ადეკვატურად შევაფასეთ ქვეყნის მდგომარეობა, დავდეთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და შევქმენით ამ გეგმის განმახორციელებელი ყველაზე კომპეტენტური გუნდი.

ყველას მოუწევს „ლელოს“ მოსმენა და ჩვენ ყველასთან ერთად ქვეყანას ფეხზე დავაყენებთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, 30 წელია, სახელმწიფო მიტაცებული აქვსხვადასხვა ჯურის ლიდერებს, რომლებიც ქვეყანას პირადი ჟინის დასაკმაყოფილებლად იყენებენ. ისინი აღვივებენ სკეპტიციზმს. ამ უიმედობას კი ლელო საქართველოსათვისშეაჩერებს.

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. დღეს კი პარტია „ლელომ“ თბილისში შემაჯამებელი შეხვედრა ჩაატარა ამომრჩეველთან.