რევოლუცია არ იგეგმება, ბატონმა ივანიშვილმა გაითვალისწინოს, ბნელი 90-იანები აღარ არის - ოქრუაშვილი
რევოლუცია არ იგეგმება, ბატონმა ივანიშვილმა გაითვალისწინოს, ბნელი 90-იანები აღარ არის - ოქრუაშვილი

A+ A-

18:49 28/10/2020

რევოლუცია არ იგეგმება, რევოლუციას აწყობს აღშფოთებული ხალხი. არასახელმწიფოებრივ განცხადებახელისუფალი არჩევნების წინა დღეებში არ უნდა აკეთებდეს. ამგვარად აფასებს გაერთიანებული ოპოზიციის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ოპოზიცირევოლუციური სცენარისთვის ემზადება.

კითხვაზე, თუ როგორ ხდებოდა რევოლუციის დაგეგმვა, თუნდაც 2003 წელს, რომლის აქტიური მონაწილე თავადაც იყო, ოქრუაშვილი პასუხობს, რომ რევოლუცია არ იგეგმება და ახლა ოპოზიციას სიტუაციის ესკალაცია არ სჭირდება, რადგან მომგებიან პოზიციაზეა.

რევოლუცია არ იგეგმება, რევოლუციას აწყობს აღშფოთებული ხალხი.  ხალხის აღშფოთება კი, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ადევატური იქნება ხელისუფლება. 2003 წელთან პარალელების გავლებას არ ვაპირებ. ოპოზიციას რევოლუცია არაფერში ჭირდება, რადგან ამ არჩევნებში განსაკუთრებული უპირატესობა აქვს. ჩვენს ინტერესში არ შედის სიტუაციის ესკალაცია.

პირველ ნოემბერს ჩვენ რომ გავიღვიძებთ, უნდა აღმოვჩნდეთ სტაბილურად მშვიდ საქართველოში“ , - აცხადებს ოქრუაშვილი.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა “2020NEWS”-ს განუცხადა, “ქართული ოცნება” ყოველდღიურად არღვევს ქცევის კოდექსს, რომელსაც პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს.

„კობახიძის განცხადება არის არასახელმწიფოებრივი, რასაც ხელისუფალი არჩევნების წინა დღეებში არ უნდა აკეთებდეს, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როცა საზოგადოებას სიმშვიდე ჭირდება. პოლიტიკურმა ძალებმა ერთი თვის წინ ხელი მოვაწერეთ „ქცევის კოდექსს“, მათ შორის, „ქართულა ოცნებამ“.

მმართველი ძალა უკვე ყოველდღე არღვევს ამ კოდექსს. იარლიყებს აკერებს ოპოზიციას, ადანაშაულებს არარსებული დანაშაულების დაგეგმვაში. თუ რაიმე კრიმინალთან გვაქვს საქმე, გამოიძიონ და სააშკარაოზე გამოიტანონ“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილის თქმითვე, „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას ვერ შეძლებს.

„ქართული ოცნება“ ვერ დაიწერს იმაზე მაღალ პროცენტს, ვიდრე რეალურად მიიღებს. ეს აღარ არის ბნელი 90-იანები, ან შემდგომი პერიოდი - შევარდნაძის მმართველობის. ქართული საზოგადოება საკმარისად გაზრდილია.

განსაკუთრებული ლუპით გვაკვირდება დასავლეთი. ბატონმა ივანიშვილმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, თუ რამდენად დიდი საფრთხე არის მისთვის მათი მხრიდან არაადეკვატური ციფრების დაწერა, თუ სხვა მანიპულაციები“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ შეიარაღებული ამბოხებისათვის ემზადება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე „ტოქსიკური“ 3 დღე დარჩა.

ირინა მაკარიძე