დე ფაქტო ცხინვალში მედიკამენტების დეფიციტია, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
დე ფაქტო ცხინვალში მედიკამენტების დეფიციტია, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

A+ A-

10:00 29/10/2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, ტესტირება გუშინ 458 პირს ჩაუტარდა.

ამ ეტაპზე გუდაუთის ჰოსპიტალში 118 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ, მათგან 26 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პანდემიის პერიოდში აფხაზეთში სულ 4 ათასზე მეტი ფაქტია დადასტურებული. გარდაიცვალა 36 ინფიცირებული. 

ამასთანავე , როგორც ცნობილია, მძიმე მდგომარეობაა ოკუპირებულ ცხინვალშიც.

ადგილობრივების ინფორმაციით ცხინვალში მედიკამენტების დეფიციტია და აცხადებენ, რომ აფთიაქებში წამლების შეძენას ვერ ახერხებენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რთული ვითარებაა სამედიცინო დაწესებულებებშიც, სადაც კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის არასაკმარისი ადგილებია.

ოკუპირებულ რეგიონში "კოვიდ-19" 600-ზე მეტ პირს დაუდასტურდა, გარდაცვლილია 4 პაციენტი.