სკანდალური ვიდეოკადრები: ბანკიდან 500 000 დოლარის გამტაცებელი ესებუა ქუჩაში დადის და ხურდებს ითვლის
სკანდალური ვიდეოკადრები:  ბანკიდან 500 000 დოლარის გამტაცებელი ესებუა ქუჩაში დადის და ხურდებს ითვლის

A+ A-

12:13 29/10/2020

ტელეკომპანია " ფორმულა" ექსკლუზიურად აქვეყნებს ვიდეოკადრებს, სადაც "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუა ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდება.

კადრებში ჩანს,  ნახევარი მილიონის გამტაცებელი ტერორისტი როგორ მიდის ქუჩაში და ხურდებს ითვლის.

მედიასაშუალების ინფორმაციითვე, კადრები სავარაუდოდ, ბანკზე თავდასხმის შემდეგაა გადაღებული. 

შეგახენებთ, სენაკის მე-2 ბრიგადის ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, ბადრი ესებუამ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" 43 ადამიანი მძევლად აიყვანა და 500 000 დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. უკვე მე-7 დღეა ესებუას ძებნა მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში, ის სამართალდამცველებს 2-ჯერ დაუსხლტა ხელიდან.