რაც კადრებში აცვია ის ტანსაცმელი სახლშია. ეს ხომ არის ტყუილი? - ბადრი ესებუას მამა სკანდალური ვიდეოკადრებზე
რაც კადრებში აცვია ის ტანსაცმელი სახლშია. ეს ხომ არის ტყუილი? - ბადრი ესებუას მამა სკანდალური ვიდეოკადრებზე

A+ A-

12:38 29/10/2020

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუას ოჯახი კატეგორიულად უარყოფს, რომ თითქოს მედიაში გავრცელებული ვიდეოკადრები ახალია და ტერორიზმში ბრალდებული ესებუა ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდება. 

როგორც თავმდასხმელის მამამ, ტარიელ ესებუამ განაცხადა, გავრცელებული ვიდეოკადრები ძველია და ჟურნალისტებს თვალსაჩინოებისთვის წარმოუდგინა ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც მის შვილს კადრებში აცვია.

„ხედავთ ამ ბოტასს, შეადარეთ ეს მაისურიც და ეს ჟილეტიც. ორი დღის წინ ეცმეოდა ხომ?! ორი დღის უკან ეს ტანსაცმელი და ეს ბოტასი ეცვაო, ესენი კი აქ არის. ეს ხომ არის ტყუილი?“,- განუცხადა ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს.

შეგახენებთ, სენაკის მე-2 ბრიგადის ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, ბადრი ესებუამ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" 43 ადამიანი მძევლად აიყვანა და 500 000 დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. უკვე მე-7 დღეა ესებუას ძებნა მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში, ის სამართალდამცველებს 2-ჯერ დაუსხლტა ხელიდან.