კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი არჩევნებს თუ ვერ მოიგებენ, პოლიტიკიდან წავალ, თუ არადა გვარამია წავიდეს მედიიდან - კობახიძე
კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი არჩევნებს თუ ვერ მოიგებენ, პოლიტიკიდან წავალ, თუ არადა გვარამია წავიდეს მედიიდან -  კობახიძე

A+ A-

12:52 29/10/2020

"ჩვენი სამი კანდიდატიდან: ლევან კობიაშვილი გლდანში, სოზარ სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის ოლქში თუ რომელიმე ერთი მათგანი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, მე პოლიტიკიდან წავალ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ზემოთ აღნიშნული კანდიდატებიდან სამივე მოიგებს არჩევნებს, მაშინ ნიკა გვარამია უნდა წავიდეს მედიიდან და პოლიტიკიდან.

„გუშინ დაიდო მონაცემები ე.წ. IPSOS-ის, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი არჩევნებს იგებენ პირველ ტურში, მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ, თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან: კობიაშვილი გლდანში, სოზარ სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის ოლქში თუ რომელიმე ერთი მათგანი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, მე პოლიტიკიდან წავალ. ხოლო თუ სამივე მოიგებს, შევთანხმდეთ, რომ ნიკა გვარამია ქართული მედიიდან და პოლიტიკიდან წავიდეს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღე დარჩა.