არ უშველა სააკაშვილს 5 თითზე რეკლამამ - ფსევდოკაცთმოყვარე ხმით - რას საყვედურობენ ამომრჩევლები რესპუბლიკელ ბერძენიშვილს?
არ უშველა სააკაშვილს 5 თითზე რეკლამამ - ფსევდოკაცთმოყვარე ხმით - რას საყვედურობენ ამომრჩევლები რესპუბლიკელ ბერძენიშვილს?

A+ A-

13:22 29/10/2020

ერთი საარჩევნო სუბიექტი ვერ შეძლებს ხელისუფლების დაკომპლექტებას - ვერც სუფთა მოგებით და ვერც მედროვე " პერებეშჩიკებით". ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქში "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა დაწერა. თუმცა, მის პოტს მწვავე გამოხმაურება მოყვა, სადაც  სოცქსელის მომხმარებლები წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ტიპიური ავტორიტარია, რეპუბლიკელებმა კი თავისი ამომრჩეველი დააბნიეს ექსპრეზიდენტის კოალიციაში გაწევრიანებით.

ბერძენიშვილი თავის პოსტში წერს,  რომ ის მეორე ტურის იდეოლოგი ყოველთვის იყო და ოპოზიციის გამარჯვებას სწორედ მეორე ტურში ელოდება.

"ოპოზიციის გამარჯვება რეალურია ( კვლევები, საარჩევნო შეხვედრები, მედია, განწყობები...)დასავლეთი დაადასტურებს ამომრჩევლის ნებას( კინზინგერი, დეგნანი, კუბილიუსი და ა.შ.) ერთი საარჩევნო სუბიექტი ვერ შეძლებს ხელისუფლების დაკომპლექტებას - ვერც სუფთა მოგებით და ვერც მედროვე " პერებეშჩიკებით" სულ ვიყავი მეორე ტურის იდეოლოგი და ახლა ყველა ვთანხმდებით, რომ არჩევნებში გამარჯვებულს გამოავლენს მეორე ტურები",- წერს ბერძენიშვილი.

მისი თქმით, დღეს 29 ოქტომბერს, თბილისში გამართულ აქციაზე ელოდება საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან განცხადებას კოალიციურ მმართველობასთან დაკავშირებით.

"ნაცბლოკის მიტინგზე 29 ოქტომბერს ველოდები მიშას მხრიდან მკაფიო განაცხადს კოალიციურ მმართველობაზე. ენმ-ს ხელძღვანელები კი ამბობენ ამას მკაფიოდ  სულ.  კოალიციური ხელისუფლების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდიდა მეორე ტურში არანაცი ოპოზიციონერების ნაწილის გასვლა. ამ მოტივით ვგულშემატკივრობ რამდენიმე კონკურენტუნარიან კანდიდატს  სხვა ოპოზიციური პარტიებიდან. ეს ხელს შეუწყობდა ოპოზიციური სპექტრის მჭიდრო, პრაგმატულ თანამშრომლობას სხვადასხვა ოლქში...რადგან პოლიტიკაში ბევრი რამ თვლითაა, პოლიტიკური ზიარჭურჭელი საერთოოპოზიციური გამარჯვების საწინდარია.  რაკი არც პარლამენტში ვიყრი კენჭს და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვგეგმავ პირადად რაიმე თანამდებობის დაკავებას, რაკი ნორმალური ურთიერთობა მაქვს სხვადასხვა პარტიის ხელმძღვანელებთან, არჩევნების პირველი ტურის დამთავრებისთანავე შევეცდები, ხელი შევუწყო ოპოზიციური პარტიების ნამდვილ, ჯანსაღ ერთიანობას მეორე ტურში გასამარჯვებლად და ხელისუფლების შესაცვლელად. ამიტომაც ვარ პერსონალურად დისტანცირებული პოლიტიკური პროცესიდან, არ ვჩნდები ეთერში, არ მინდა ვიყო მიკერძოებული სამომავლო ოპოზიციური დიალოგის კონტექსტში",- წერს ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, ერთიანობა მრავალფეროვნებაშია, ხოლო მრავალფეროვნება ერთიანობაში.

"პირველად საქართველოში, ნამდვილი კოალიციური ხელისუფლება  დაგვაახლოებს ევროკავშირს, ნატოს. რესპუბლიკური პარტიისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სულ უფრო მზარდ, გავლენიან  რესპუბლიკელ დეპუტატებთან ერთად  მეც უფრო წარმატებული აღმოვჩნდები პარტიის კვლავ ფეხზე წამოდგომაში, ჩვენი ღირებულებების და პრინციპების, პოლიტიკური მიდგომების  გარკვეული ნაწილის გატანაში.... ერთიანობა მრავალფეროვნებაში, მრავალფეროვნება ერთიანობაში". - წერს ბერძენიშვილი ფეისბუქში. 

ბერძენიშვილის პოსტს სოციალურ ქსელში სხვადასხვა გვარი გამოხმაურება მოყვა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს ეხმაურება ყოფილი თანაპარტიელის, დავით ზურაბიშვილის  და - ნანა ზურაბიშვილი, რომელიც წერს, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ თავისი ამომრჩეველი დააბნია ექსპრეზიდენტის კოალიციაში გაწევრიანებით.

ნანა ზურაბიშვილის თქმითვე, ყველამ იცის, მიხეილ სააკაშვილი ტიპიური ავტორიტარია, მან ერთხელ უკვე მოისროლა ყველა აზრიანი თანამებრძოლი - 2003 წელს. და არც ახლა უშელა სააკაშვილს „ხუთ თითზე რეკლამამ - ფსევდოკაცთმოყვარე  ხმით და ტექსტით 

Nana Zurabishvili

მიშას კოალიცია მხოლოდ სიტყვით უნდა, რეალურად ტიპიური ავტორიტარია, ბოროტი თან...ამის გამო ბევრი ისევ შიშობს მისი აგრესიული პოლიტიკა არ მობრუნდეს...ვერ უშველა ხუთ თითზე რეკლამამ, ფსევდოკაცთმოყვარე ხმით და ტექსტით... კარგად მახსოვს 2003 წლის მერე როგორ მოისროლა ყველა აზრიანი თანამებრძოლი... ვიცით რაზეა წამსვლელი ძალაუფლებისთვის... ცალკე რომ გასულიყავით, უკეთესი იქნებოდა, დაიბნა თქვენი ამომრჩეველი...

 

ირაკლი სხვედიანი

რესპები სულ კარგი ფორით იწყებენ, მაგრამ მერე სუსტდებიან...რა არის მიზეზი?

კარგი დასაწყისები მახსოვს, სოლიდური წარმომადგენლობა- ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2012 წლის შემდეგ და ორივეჯერ დაიკარგა პარტიის განვითარების მუხტი... იმედია ამჯერად იქნება სხვა სტრატეგია.

 

Kate KLord

ბატონო დავით, დიდი ხანია მიშა საუბრობს კოალიციურ ხელისუფლებაზე.

მესმის, რომ ეჭვი “პარტიუკების” ხსენებამ გააჩინა. არადა, ყველამ კარგად ვიცით, მიშას ამ გამოსვლას წინ რა უძღვოდა. ოპოზიციური სპექტრიდან ცალკეული პოლიტიკოსების მიერ მისი აღვირახსნილი კრიტიკა, განსაკუთრებით, პრემიერობის კანდიდატობაზე რომ გაიჟღერა სააკაშვილის სახელმა.

Nana Nikabadze

მიშას კი არა,იმ პარტიების ლიდერებს და მათ ცოლებს დაარიგეთ ჭკუა! იქნებ,თქვენ მოგისმინონ?! ვის,ვის და მიშას არ ჭირდება მაგის შეხსენება! წარმატებები ჩვენ,ყველას ერთად!

 

Levan Abashidze

ოცნებაში ხარ დავით. მოგვწონს თუ არა, ოცნება იმარჯვებს და შეძლებს ხელისუფლების დაკომპლექტებას, და პერებესჩიკებიც არ დასჭირდება. თუ თვითონ ვერა, ირმა ინაშვილიც ეყოფა. კინზინგერი, დეგნანი, კუბილიუსი ვინ არიან? ელჩები თუ პრემიერმინისტრები? იმის თქმა გინდათ, რომ ნაცებს ჰყავთ ერთი ევროპარლამენტარი და ერთი კონგრესმენი 600 კაციან პარლამენტებში? სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ: ოპოზიციის გამარჯვება არარეალურია...

ცნობისთვის, 29 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.

სააკაშვილის თქმით, 29 ოქტომბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის გამაფრთხილებელი იქნება.

შეგახსენებთ,  საპარალამენტო არჩევნებამდე 2 დღე დარჩა, გადამწყვეტ არჩევნებამდე დარჩენილ დღეებს ქვეყნის პერმიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ტოქსიკური“ უწოდა.

ხატია მამულია