ნიდერლანდებში საქართველოს კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააკავეს
ნიდერლანდებში საქართველოს კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააკავეს

A+ A-

10:32 16/11/2020

ნიდერლანდების ეროპორტში კოვიდინფიცირებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების მედია, ქვეყნის სამხედრო პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 32 წლის საქართველოს მოქალაქე შიპჰოლის აეროპორტში შეურაცხყოფის მცდელობისთვის დააკავეს, რომელიც ნიდერლანდებში საქართველოდან ჩავიდა და მალტაში აპირებდა გამგზავრებას.

სატრანზიტო დარბაზის გავლის შემდეგ იგი გადაამოწმა ავიაკომპანიის თანამშრომელმა და აღმოჩნდა, რომ მას თან ჰქონდა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მან კორონავირუსზე დადებითი ტესტი მიიღო. მამაკაცი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს კარანტინში და შემდეგ სამხედრო პოლიციამ დააკავა.