სლუში, ცავატანემ - 5 დღე ომი არ შეგძლებიათ - ოქრუაშვილის კონფლიქტი სომეხ მინისტრთან და ბჟეზინსკისთან 2008 წელს
სლუში, ცავატანემ - 5 დღე ომი არ შეგძლებიათ - ოქრუაშვილის კონფლიქტი სომეხ მინისტრთან და ბჟეზინსკისთან 2008 წელს

A+ A-

10:38 16/11/2020

სლუში, ცავატანემ, შტო ეტა სვამი სლუჩილააას”?“ - რა კონფილიქტი მოუვდა პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს სომხეთის ერთ-ერთ მინისტრთან, 2008 წლის ომის შემდეგ? ამის შესახებ, ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ყველას სთხოვს, რომ ტექსტი ფობიაში არ ჩაუთვალონ.

“ყარაბაღის თემაზე მინდა დავწერო რაღაც, ოღონდ ფობიაში არ ჩამითვალოთ. მიმინოს სტილშია. 2008 წლიდან Foreign Policy-ს პარიზის ოფისი ორ კვირაში ერთხელ კლუბურ შეხვედრებზე მპატიჟებდა, სადაც სხვადასხვა თემებზე სხვადასხვა ქვეყნების გავლენიან პოლიტიკოსებს მომხსენებლებად იწვევდნენ.

2008 წლის ომი ახალი მომხდარია და ერთ შეხვედრაზე მივიღე მოწვევა. ცნობილი ზბიგნევ ბჟეჟინსკი ყავთ სტუმრად და ასე 10-12 კაცი ესწრება. ცოტა დამაგვიანდა და მრგვალ მაგიდას რომ მივუჯექი, ერთმა ხელი ამიწია, ისე მომესალმა. სომხეთის ერთ-ერთი მინისტრი ვიცანი, რომელსაც ახლოს ვიცნობდი.

ბუნებრივია, დიდი დრო აგვისტოს ომის თემას დაეთმო. ბჟეჟინსკის ისევ მოქმედი მინისტრი ვეგონე და ცოტა უტაქტომომდგა - რა იყო 5 დღე ვერ გაძელით, ომი არ შეგძლებიათოტუჩები მოვიკვნიტე, მაგრამ გავატარე და არ ვუპასუხე. ფრანგმა მოდერატორმა უთხრა, ეგ ყოფილია და ერთი წელია, აქ ცხოვრობს, მიშამ გამოაგდოო. ბჟეჟინსკიმ ბოდიში მომიხადა და შეხვედრა გაგრძელდა. გაგრძელდა, მაგრამ სომეხმა კოლეგამ შანსი ხელიდან არ გაუშვა - "ჩემთვის რომ ეკბინა".  მისი სიტყვის დრო მოვიდა და ნაცვლად იმისა, რომ ბჟეჟინსკისთვის რამე ეკითხა, მე მეკითხება რუსულად: სლუში ირაკლიჯან, ცავატანემ შტო ეტა სვამი სლუჩილაასმსგავსი ცინიზმით, ქედმაღლობით, ამპარტავნებითა და სარკაზმით არასდროს არავის არაფერი უკითხავს ჩემთვის. მაგ კითხვით მთელ ქვეყანას დაგვცინა. მოვითმინე, რას ვეტყოდი, მაგრამ მე რა მე ვიქნებოდი, ეგ ჩამეყლაპა. მოკლედ გუშინწინ დავურეკე, მოვიკითხე, ყარაბაღზე ჩამოვუგდე ლაპარაკი და იგივე კითხვა დავუსვი: სლუში ცავატანემ შტო ეტა სვამი სლუჩილააას”?“, - წერს ოქრუაშვილი  სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პოსტები ეკავა.