დეკემბრის პირველი კვირიდან კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყება - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი?
დეკემბრის პირველი კვირიდან კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყება - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი?

A+ A-

13:55 18/11/2020

დეკემბრის პირველი კვირიდან კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, იმ კლინიკაში სადაც იგი მუშაობას, ვაქცინაცია დეკემბერში უნდა დაიწყოს.

„დღეს გამოგვიცხადეს სამსახურში, რომ დეკემბრის პირველი კვირიდან კორონავირუსზე თანამშრომლების ვაქცინაცია დაიწყება. როგორც ჩანს, ორივე კომპანია, “ფაიზერიც” და “მოდერნაც” ცდილობს ემერგენცყ უსე ავტორიზაცია სასწრაფოდ მოიპოვოს.

ჰოსპიტალმა დაიწყო საჭირო პირობების ორგანიზება ვაქცინების შესანახად. თანამშრომლები რისკ ჯგუფებად დახარისხდებიან და რიგის მიხედვით მოხდება მათი აცრა.

ჯერჯერობით საუბარია ნებაყოფლობით აცრაზე.

გრიპის ვაქცინა სავალდებულოა უკვე წლებია. ხშირად მეკითხებიან და აქვე დავწერ. გრიპზე მეც და მთელი ჩემი ოჯახი, 9 და 10 წლის შვილების ჩათვლით ავიცერით ჯერ კიდეც ოქტომბრის დასაწყისში.

აქვე გვითხრეს, რომ საუდის არაბეთი იწყებს მთლიანი მოსახლეობის აცრას ჩინური ვაქცინით, ისრაელის მთავრობამ შეიძინა “მოდერნა”, “ფაიზერი” და რუსული ვაქცინაც კი. განსხვავებული პროპორციით იგივე გააკეთეს ევროპული ქვეყნების მთავრობებმაც და პირველი ყველგან რისკ ჯგუფები აიცრებიან. ცხადია, ფრონტ ლინერს პირველები.

მოკლედ, იქნებ შემდეგი წელი ყველას ერთად უკეთესი გვქონდეს. მანამდე კი გთხოვთ, დაიცავით პრევენციის წესები. დაინდეთ ერთმანეთი და წინა ხაზის მებრძოლები.

ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა!!! ქორწილებს, დაბადების დღეებს და კოვიდ-საშიშ გართობებს ვაქცინაციის მერე ყველანი მოვასწრებთ.

პ.ს. აცრის გაკეთებასთან დაკავშირებით ჯერაც ველოდები კვლევის შედეგებს, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილება მივიღო“, - წერს გეგეჭკორი.