მიხეილ სააკაშვილი ფილიპ რიკერისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას მიესალმება
მიხეილ სააკაშვილი ფილიპ რიკერისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას მიესალმება

A+ A-

15:41 18/11/2020

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება ოპოზიციის წარმომადგენლების ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან შეხვედრას.

მისივე თქმით, ყველაფერი ოპოზიციის წარმომადგენლების ერთიანობაზე და სიმტკიცეზეა დამოკიდებული.

„მივესალმები, რომ ჩაინიშნა გაუთვალისწინებელი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერთან, რომელიც ყველაზე მაღალი დონის დიპლომატია ევროპის და გარშემო დიდ რეგიონში აშშ მხრიდან, რომელიც აღჭურვილია უფლებამოსილებით, რომ ეს საკითხები გადაწყვიტოს. შეხვედრა არ იყო გათვალისწინებული ოპოზიციასთან, არ იყო პროტოკოლში, რაც რა თქმა უნდა ჩემი აზრით არ იყო სწორი - ახლა ის ჩაინიშნა. ეს ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია, ოპოზიციის წარმომადგენლების ერთიანობაზე და სიმტკიცეზეა უკვე ყველაფერი დამოკიდებული“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერი საქართველოში რჩება და ვიზიტს განაგრძობს.

მედიაში გავცელებული ინფორმაციით, ერთ საათში იგი ოპოზიციას შეხვდება.

"შერატონში" აუდიენციაზე ოპოზიციის ყველა ის ლიდერი მივა, რომლებიც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში იყო ჩართული.

ამ წუთებში კი ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება, ცნობილია ისიც, რომ საუბრის თემა არჩევნებია.