როდესაც ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური ჩიხია, ყველაზე უპასუხისმგებლო მოწოდებაა "ოცნებისგან" ახლა საჯარო დებატები - ხიდაშელი
როდესაც ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური ჩიხია, ყველაზე უპასუხისმგებლო მოწოდებაა "ოცნებისგან" ახლა საჯარო დებატები - ხიდაშელი

A+ A-

16:36 18/11/2020

როდესაც ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური ჩიხია, ყველაზე უპასუხისმგებლო მოწოდებაა „ოცნებისგან“ ახლა საჯარო დებატები და უხერხული და სუპერ უკულტუროა, როდესაც ხელისუფლება ქვეყნის ტელევიზიების ნახევართან ბოიკოტშია, - ასე ეხმიანება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „ქართული ოცნებისგან“ საჯარო დებატების გამართვის მოწოდებას.

„1. როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან მხარეები და ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური ჩიხია, ყველაზე უპასუხისმგებლო მოწოდებაა „ოცნებისგან“ ეხლა საჯარო დებატები.

2. ეს ზუსტად იმავე ხაზის გაგრძელებაა, რაც ცესკოს მიერ პროპორციული არჩევნების შეჯამების შემდეგ გადათვლაზე საუბრის დაწყება. ვინც ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეთ, მარტივად აგიხსნით რა თქვა „ოცნებამ“. მართალია ადმინისტარციული პროცედურა დავასრულე, მაგრამ ოპოზიცია თუ თანახმაა, მზად ვარ სასამართლოს დავავავლო რომ გადათვლა დაგვავალოსო. კიდევ უფრო რომ გავამარტივოდ, სწორედ იმ დღეს, როდესაც მეორე შეხვედრა იყო, ყველა კარი დახურული იყო უბნებსა და ოლქებში გადათვლის. ერთადერთი შანსი, რომ გადათვლა შესაძლებელი გახდეს, სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელიც ამას დაავალებს საარჩევნო ადმინისტრაციას.

ამ შეთავაზებით ოცნებამ საჯაროდ გვითხრა, დავავალებ სასამართლოს, თუ თქვენ თანახმა იქნებითო.

2. დებატებზე უარი თუ შიშის ნიშანია, მაშ რად გვინდა ასეთი მშიშარა ხელისუფლება, რომელიც მთელი საარჩევნო კამპანია უარს ამბობდა დებატებზე იქ, სადაც დედამიწის ზურგზე ყველგან სწორედ ეს არის ჟანრის კლასიკა.

3. დღეს ბატონ კობახიძეს ვუსმენდი და აი, ჩვენ „რუსთავი 2“-ს ვაძლევთ ექსკლუზივსო. რომელ ტელევიზიაზე იქნება ამას კი არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა ჩემთვის, კობახიძე როდის დანიშნეს ტელეექსკლუზივების მენეჯერად, ეს არის აქ მნიშვნელოვანი

4. და ბოლოს, დებატების მოთხოვნამდე იქნებ ტელევიზიების ბოიკოტი მოგეხსნათ, უხერხული და სუპერ უკულტუროა, როდესაც ხელისუფლება ქვეყნის ტელევიზიების ნახევართან ბოიკოტშია“, - წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ „მთავარი მოლაპარაკე თავი“, ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში ოპოზიციას ღია დებატებს სთავაზობს.