რა პირობებს სთავაზობს მთავრობა ინვესტორებს? - საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი პროგრამა დამტკიცდა
რა პირობებს სთავაზობს მთავრობა ინვესტორებს? - საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი პროგრამა დამტკიცდა

A+ A-

12:34 19/11/2020

დღეს მთავრობამ უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი პროგრამა დაამტკიცა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, ის კომპანიები, რომლებიც უცხოური კაპიტალითაა შექმნილი და ახალი წარმოების გახსნას გადაწყვეტენ, მინიმუმ 10 მილიონის ინვესტიციის ჩადებისა და 150 ადამიანის დასაქმების შემთხვევაში, სახელმწიფოსგან 1 მილიონის ოდენობის გრანტს მიიღებენ.

მისივე თქმით, ეს ახალი პროგრამა და შეთავაზება გავრცელდება ისეთ დარგებზე, რომელიც გადამამუშავებენ ინდუსტრიას მიეკუთვნება.

„დღეს მთავრობას წარვუდგინეთ და დაამტკიცა ახალი პროგრამა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამათა რიგს მიემატება, ეს არის უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი მექანიზმები. კერძოდ, ახალი პროგრამის ფარგლებში, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, იმ კომპანიებს, რომლებიც უხოური კაპიტალით შექმნილია და მოისურვებენ საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას, აიღებენ ვალდებულებას, რომ სულ მცირე, ათი მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებენ საქართველოს ეკონომიკაში და დაასაქმებენ მინიმუმ 150 ადამიანს. „აწარმოე საქართველოს“ პროგრამების ფარგლებში ამ ვადლებულების შესრულების შემთხვევაში, მათ მიეცემა თანადაფინანსება ე.წ. FDI გრანტი, 1 მილიონი ლარი ოდენობით. ამ გრანტის მიზნობრიობაც იქნება, პირველ რიგში, დასაქმებული კადრების მომზადება და გადამზადება. ასევე, სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელიც მათ შეიძლება დასჭირდეთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.