ოპოზიციის პარლამენტში შესვლა პოლიტიკური პროცესს ვერ გააცოცხლებს - მიშა მშვილდაძე
ოპოზიციის პარლამენტში შესვლა პოლიტიკური პროცესს ვერ გააცოცხლებს - მიშა მშვილდაძე

A+ A-

18:04 19/11/2020

ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლა, პოლიტიკურ პროცესს ვერ გააცოცხლებს, სხვაგან კი ყველგან მოკლავს. ამის შესახებ „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პარტიისთვის პარლამენტის ტრიბუნის ქონა და არჩევნებში სასურველი შედეგის მიღება პირდაპირ კორელაციაში არ არის.

“სინამდვილეში გაყალბებული არჩევნების ცესკოსმიერი შედეგების ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ პარტიისთვის პარლამენტის ტრიბუნის ქონა და არჩევნებში სასურველი შედეგის მიღება პირდაპირ კორელაციაში არ არის - რამდენიმე უტრიბუნო პარტიამ თითქმის იგივე შედეგი დადო რაც ტრიბუნიანებმა. 

და რომ დავფიქრდეთ, ეს ბუნებრივია, და აი რატომ:

პარლამენტში როცა ერთი კაცის მორჩილი უმრავლესობა კნოპკებზე დამჭერადაა დასაქმებული და არავითარი პოლიტიკური დისკუსია არ მიმდინარეობს - ოპოზიციის ყოფნას თითქმის აღარავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს - პოლიტიკური პროცესი კი ვერაფრით მოკვდება, გაქრება ან გაჩერდება - პოლიტიკური პროცესის დინამიკას განაპირობებს ადამიანების მუდმივი სურვილი უკეთესი ცხოვრებისა - ეს არ არის პროცესი, რომელსაც ინსტიტუციონალიზმი სიცოცხლისთვის და არსებობისთვის ჭირდება - ინსტიტუციებია ის კალაპოტები, რომლებშიც პოლიტიკური კლასი ადამიანების ამ სურვილებს აქცევს, რომ მიიღოს ეფექტური მართვის შესაძლებლობა - და როცა ინსტიტუციებში პოლიტიკური პროცესის ფალსიფიკაცია ხდება, ნამდვილი პოლიტიკა ინაცვლებს სხვაგან - ქუჩებში, მედიაში - უკონტროლო ან ძნელად გასაკონტროლებელ სივრცეებში - ამით აიხსნება ეს ამბავი, პარლამენტის ტრიბუნის ქონასა და არჩევნებში მიღწეული შედეგების არაპირდაპირ კორელაციაზე“, - წერს მშვილდაძემ.

მისივე თქმით, როდესაც არჩევნებს აყალბებენ ბოიკოტის რეჟიმის არის სხვა სახელმწიფო ინსტიტუციების პატივისცემა. 

როცა არჩევნებს გიყალბებენ, პარლამენტის ბოიკოტი, არის სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა.

 „დაკვირვებული თვალი კი ამ სტატუსში იმასაც ამოიკითხავდა, რომ დღეს ოპოზიციის პარლამენტში შესვლა იქ პოლიტიკურ პროცესს მაინც ვერ გააცოცხლებს - სხვაგან კი ყველგან მოკლავს - და მთავარი კიდევ ისაა, რომ ამ ვითარებაში, როცა არჩევნებს გიყალბებენ, ეგეთი პარლამენტის ბოიკოტი არის ზუსტადაც რომ ნამდვილი, წრფელი, პატრიოტული და სიღრმისეული - სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა“, - წერს მშვილდაძე.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. ისინი ბოიკოტის რეჟიმშუ არიან და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.