კომუნისტების შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როცა "ქართული ოცნება" საკუთარ თავს თავად ირჩევს - ხაბეიშვილი
კომუნისტების შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როცა "ქართული ოცნება" საკუთარ თავს თავად ირჩევს - ხაბეიშვილი

A+ A-

16:59 20/11/2020

კომუნისტური პარტიის შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როცა "ქართული ოცნება" საკუთარ თავს თავად ირჩევს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი წერს.

მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურს მხოლოდ ხელისუფლების კომისიის წევრები დააკვირდებიან.

„არჩევნების" მეორე ტურს მხოლოდ ხელისუფლების კომისიის წევრები დააკვირდებიან და ერთი პარტია მიიღებს მონაწილეობას. წარმოგიდგენიათ? მარტო მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, სრული სერიოზულობით აპირებენ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და ითამაშონ “არჩევნობანა”, კომუნისტური პარტიის შემდეგ, პირველია, "ქართული ოცნება" როცა საკუთარ თავს, თავად ირჩევს და სხვა არავინ მონაწილეობს ამ არჩევნებში“, - წერს ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, ხვალ, 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მაჟორიტარული წესით გამართულ მეორე ტურში გასული კანდიდატები მონაწილეობას არ იღებენ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალინდელ არჩევნებს სრული იგნორი გაუკეთოს და არანაირ აქციას, ან პროტესტს არ გეგმავენ.