არ არსებობს ორი ანალოგიური ოპერაცია, ძალიან საფრთხილოა, მძევლებია აყვანილი - შს ექსმინისტრი
არ არსებობს ორი ანალოგიური ოპერაცია, ძალიან საფრთხილოა, მძევლებია აყვანილი - შს ექსმინისტრი

A+ A-

18:27 20/11/2020

წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ხელყუმბარიანი დამნაშავის შეჭრა არის ქვეყანაში გართულებული კრიმინოგენული ვითარების ანარეკლი. ამის შესახებ “2020NEWS”-თან საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სიტუაცია ძალიან საფრთხილოა, რადგან მძარცველი შეიარაღებულია.

ეს ძარცვა, არ მგონია, პოლიტიკურ პროცესებთან რამე კავშირში იყოს. ეს არის გართულებული კრიმინოგენული ვითარების ანარეკლი. მძარცველები ფიქრობენ, რომ არჩევნების წინ უფრო ნაკლები ყურადღება, ან ხელისუფლება უფრო ლოიალურად მოექცევა ყაჩაღებს.

როგორ დამთავრდება ეს სპეცოპერაცია, მხოლოდ ღმერთმა იცის, არ არსებობს ორი ანალოგიური ოპერაცია, ძალიან საფრთხილოა, როდესაც მძევლები ჰყავთ აყვანილი.

მით უმეტეს, როდესაც თავდამსხმელი შეიარაღებულა“, - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი, სამოქალაქო ფორმაშია და არ აქვს ნიღაბი ჩამოფარებული. მისი ვინაობა უკვე ცნობილია. ის ლევან ზურაბიშვილია და იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, 26 სექტემბერს, მსგავსი სცენარით, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა, ტერორისტი ბადრი ესებუაც ხელყუმბარით იყო შეიარაღებული.

ირმა ჯოხაძე