წერეთლის გამზირზე ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი დაკავებული
წერეთლის გამზირზე ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი დაკავებული

A+ A-

20:25 20/11/2020

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში აყვანილი ყველა მძევალი ამ დროისთვის თავისუფალია, თავდამსხმელი კი დაკავებული.

ახალგაზრდა მამაკაცმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა, შემდეგ კი ისინი ეტაპობრივად გაათავისუფლა. ყველა მძევალი უვნებელია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ის საკუთარ მოთხოვნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სურს, რომ შეიკრიბონ პარლამენტარები, საქართველოში აიკრძალოს ყველანაირი აზარტული თამაში, ბანკებმა სესხი წლიურად 7%-ში გასცენ და მედიკამენტებზე ფასები შემცირდეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობას ფაქტზე, სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.