ოპოზიცია ფარულად აქტიურად მუშაობს ამომრჩევლის მობილიზებაზე - ირაკლი კობახიძე
ოპოზიცია ფარულად აქტიურად მუშაობს ამომრჩევლის მობილიზებაზე - ირაკლი კობახიძე

A+ A-

12:24 21/11/2020

ოპოზიცია ფარულად აქტიურად მუშაობს ამომრჩევლის მობილიზებაზე. ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური კანდიდატების აქტივისტები კორპუს-კორპუს დადიან, ამიტომ იგი "ოცნების" ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ და მაღალი აქტივობის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს იმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. დღეს, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ გამარჯვება, რომელსაც 31 ოქტომბერს მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ ჩაუყარა მყარი საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, შეგახსენებთ, რომ მათი გვარები რჩება ბიულეტენებზე.

გარდა ამისა, ისინი ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე. შესაბამისად ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებთ, რათა ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად მოიგონ არჩევნების მეორე ტური“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს და ბოიკოტს უცხადებს.