როგორ გადანაწილდებოდნენ პარლამენტში პარტიები, თუკი 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციულად ჩატარდებოდა?
როგორ გადანაწილდებოდნენ პარლამენტში პარტიები, თუკი 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციულად ჩატარდებოდა?

A+ A-

15:12 21/11/2020

რა მოხდებობდა იმ შემთხვევაში და როგორ გადანაწილდებოდნენ პარლამენტში პარტიები, თუკი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული მეთოდით ჩატარდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. 

მენაბდე თვის, რომ სავარაუდოდ, მე-10 მოწვევის პარლამენტში მმართველ პარტია 90 , ხოლო ოპოზიციას 60 მანდატი ექნება. 

"ქართულ ოცნებას" პარლამენტში, მაღალი ალბათობით, 90 მანდატი ექნება, 60 - ოპოზიციას.
 
რა მოხდებოდა სრულად პროპორციულის შემთხვევაში:
 
1. 5%-იანი ბარიერი (ანუ 2024) - პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია შევიდოდა. დაიკარგებოდა ხმების 20%-ზე მეტი:
UNM - 54;
GD - 95.
 
2. 3%-იანი ბარიერი (ყველაზე პოპულარული იდეა) - პარლამენტში 6 პარტია შევიდოდა (82 v. 68). დაიკარგებოდა ხმების 11%-ზე მეტი:
ევროსაქები - 7;
UNM - 46;
პარტიტები - 5;
სტრატეგია აღმაშენებელი - 5;
GD - 82;
ლელო - 5.
 
3. 1%-იანი ბარიერი (დღევანდელი პროცენტი) - პარლამენტში 9 პარტია შევიდოდა (77 v. 73). დაიკარგა ხმების 6%-ზე მეტი:
ევროსაქები - 6;
UNM - 43;
პატრიტები - 5;
ლეიბორისტები - 2;
მოქალაქეები - 2;
სტრატეგია აღმაშენებელი - 5;
გირჩი - 5;
GD - 77;
ლელო - 5.
 
4. ბუნებრივი ბარიერი (0.67%) - პარლამენტში 10 პარტია შევიდოდა (76 v. 74). დაიკარგებოდა ხმების 5.26%:
ევროსაქები - 6;
ბურჯანაძე - 1;
UNM - 43;
პატრიტები - 5;
ლეიბორისტები - 2;
მოქალაქეები - 2;
სტრატეგია აღმაშენებელი - 5;
გირჩი - 5;
GD - 76;
ლელო - 5.
 
რას აჩვენებს ეს სიმულაცია: 1. 3-5% ბარიერი ძალიან მაღალია და ამომრჩევლის დიდი ნაწილი (ყოველი მეხუთე, ან ყოველი მეათე) საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლის გარეშე რჩება; 2. 1% და ქვემოთ ბარიერი პარლამენტში ხალხის და შესაბამისად პარტიების რაოდენობას ზრდის (6-დან 9-10-მდე), მაგრამ ეს არსებით გავლენას არ ახდენს ხმების ფრაგმენტაციაზე და საკანონმდებლო ორგანოს გადაწვეტილებაუნარიანობაზე (9-10 მანდატი ნაწილდება დამატებულებზე); 3. რაც უფრო მცირდება ბარიერი მით უფრო მცირდება „ნაციონალური მოძრაობისა„ და „ქართული ოცნების“ მანდატების რაოდენობა, შესაბამისად გავლენა საკანონმდებლო ორგანოში, ჩნდება ადგილი სხვა პოლიტიკური მოთამაშეებისთვის; 4. ულტრამემარჯვენე პარტიები ყველა სისტემაში ერთნაირ უმცირესობაში არიან, ნეოლიბერალები - ერთნაირ უმრავლესობაში, მემარცხენეები არც ისე არიან და არც ასე", - წერს მენაბდე. 
 
ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს და ბოიკოტს უცხადებს.