შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო

A+ A-

14:52 24/11/2020

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოს პროცესი გადაიდო.

დღეს სასამარტლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იგეგმებოდა.

ბრალდებულების ადვოკატების უმრავლესობა სხდომაზე არ გამოცხადდა. მათ წერილობით შეატყობინეს მოსამართლეს, რომ შაქარაშვილის საქმის სხვა ეპიზოდზე კორონავირუსით ინფიცირებული დამცველის კონტაქტები არიან და სწორედ ამ მოტივით არ მივიდნენ სხდომაზე.

პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მოსამართლემ ადვოკატებს კორონავირუსის დამდგენი ტესტის პასუხების წარდგენა შემდეგი სხდომისთვის დაავალა.

სხდომაზე დამსწრე ადვოკატის, ლელა გოგოლაძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფ ვახტანგ ჩიქოვანთან ჰქონდა შეხება და შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებას ბრალდებულების ტესტირების რეკომენდაციით მიმართავენ.