მოქალაქეებისთვის ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა უფრო გაფართოვდება - ამირან გამყრელიძე
მოქალაქეებისთვის ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა უფრო გაფართოვდება - ამირან გამყრელიძე

A+ A-

15:18 24/11/2020

მოქალაქეებისთვის ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა უფრო გაფართოვდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში რამდენიმე ახალი კერძო ლაბორატორია გაიხსნება.

„ჩვენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში „პისიარ“ ტესტების საშუალო მაჩვენებლი გვაქვს 9 800. ანუ, თითქმის 10 000, მთელი ბოლო თვის. სიმძლავრე ყოველდღიურად იზრდება, სადღაც 12-13 000-ზე შეგვიძლია ავიდეთ. ბოლო ორ კვირაზე მეტია, ანტიგენის ტესტი შემოვიდა. საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ამის დიდი პრომოცია. დაახლოებით უკვე ავედით საშუალოდ 2 500-დან 3 000-მდე ტესტზე. ოქროს სტანდარტად ისევ „პისიარი“ რჩება. ტესტირების გაფართოება ზოგადად არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეპიდემიასთან ბრძოლის, თან და თან ვაფართოებთ. ალბათ მომავალი 2 კვირის განმავლობაში გაორმაგდება, 6 000, 7 000, 8000-მდე ავა ანტიგენის ტესტირება. ერთი დიდი აპარატი დაემატა ქვეყანას, ასე ვთქვათ, დიდი კომბაინი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია დღეში 1 500 დავამატოთ, რამდენიმე ახალი კერძო ლაბორატორია იხსნება და სადღაც 2 000, 3000 ტესტი დღიურად უახლოესი ორი სამი კვირის განმავლობაში ქვეყანას შეიძლება, დაემატოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.