მამამ 6 შვილი მძევლად აიყვანა
მამამ 6 შვილი მძევლად აიყვანა

A+ A-

16:07 24/11/2020

რუსეთში, ქალაქ კოლპინოში მამამ ექვსი შვილი მძევლად აიყვანა და მათი მოკვლით იმუქრება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, რუსული მედია ავრცელებს. 

როგორც ცნობილია,  მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაშია და მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ, მეუღლესთან მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

აღსანიშბავია, რომ მამაკაცის მოთხოვნები ჯერ უცნობია.

დამატებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ შვილების მძევლად აყვანამდე, მან საკუთარი ცოლი სახლიდან გააგდო.

სამართალდამცველები მასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ.