"ქართული ოცნება" კოვიდსიტუაციას მუდმივად პარტიული მიზნებისთვის იყენებს - ელენე ხოშტარია
"ქართული ოცნება" კოვიდსიტუაციას მუდმივად პარტიული მიზნებისთვის იყენებს - ელენე ხოშტარია

A+ A-

16:23 24/11/2020

"ქართული ოცნება" კოვიდსიტუაციას მუდმივად პარტიული მიზნებისთვის იყენებს. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს"ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა და ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. 

მისივე თქმით, კორონავირუსის თემისგადაბრალებით არ კოვიდი გვარდება და არც პოლიტიკური კრიზისი. 

"სამწუხაროა და არც პირველი შემთხვევაა, რომ "ქართული ოცნება" მუდმივად კოვიდის სიტუაციას იყენებს პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის. მთელი ზაფხული გვესმოდა, რომ დამარცხებულია კოვიდი. ეს ის თემა არ არის, სადაც ასეთ გადაბრალებაზე უნდა ვისაუბროთ. საარჩევნო პერიოდში ისინი აბსოლუტურად მშვიდად ატარებდნენ ყველანაირ შეხვედრას, რაც უნდოდათ, მერე გააყალბეს არჩევნები და ადამიანებს უთხრეს, რომ კი გაგიყალბეთ არჩევნები, მაგრამ ახლა ხმა არ ამოიღოთ. ასე არც კოვიდი გვარდება და არც პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება", - განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვირუსის გავრცელებას ოპოზიციის საპროტესტო აქციებს უკავშირებს. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.