ხელისუფლების კოვიდპოლიტიკა კრახით დასრულდა, ახლა გადაბრალების მცდელობაა - გოცირიძე
ხელისუფლების კოვიდპოლიტიკა კრახით დასრულდა, ახლა გადაბრალების მცდელობაა - გოცირიძე

A+ A-

16:39 24/11/2020

ხელისუფლების კოვიდპოლიტიკა დასრულდა კრახით. ახლა არის გადაბრალების მცდელობა. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების კომენტირებისას, "2020NEWS"-თან განაცხადა. 

მისივე თქმით, შექმნილი კრიტიკული მდგომარეობიდან გონივრული გამოსავლის მოძებნაა საჭირო, რაც ამ ხელისუფლებას არ შეუძლია.

„უმძიმესი მდგომარეობაა, საქართველო პირველ ადგილზეა ერთ მილიონ მოსახლეზე ვირუსის გავრცელებით. რომ გაიზარდოს ტესტირება, თუნდაც იმ ფარგლებში, რაც წინა 2 კვირის წინ იყო, დავინახავთ, რომ ვითარება საგანგაშოა.

ცხადია, მეტი გავრცელება ნიშნავს მეტ სიკვდილიანობას. ეს კარგად იციან და ეძებენ ვინმესთვის გადაბრალების და ხელის შეხოცვის გზებს. ცხადია, ხელისუფლების კოვიდპოლიტიკა დასრულდა კრახით. ახლა არის საჭირო გონივრული გამოსავლის მოძებნა. ამ ხელისუფლების პირობებში ამის შანსი ნაკლებია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ სააგენტოსთან საუბრისას.

შეგახსენებთ, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კორონავირუსის გავრცელების ზრდის მიზეზად ოპოზიციის საპროტესტო აქციები დაასახელა.

ირინა მაკარიძე