მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

A+ A-

16:00 24/11/2020

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ავტოავარიის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.