ლარი კვლავ გაუფასურდა
ლარი კვლავ გაუფასურდა

A+ A-

17:28 24/11/2020

ეროვნული ბანკის ცნობით, 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3193 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3073 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.2 თეთრი შეადგინა. 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.9447 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9215 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.32 თეთრი შეადგინა.

 

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4171 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.4329 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 25 ნოემბრიდან შევა ძალაში.