როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!
როტშილდიდან  "როლს-როისამდე" და  ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

A+ A-

14:50 25/11/2020

"იყიდეთ, როდესაც ქუჩაში იღვრება სისხლი, თუნდაც ის თქვენი იყოს" - თქვა ბარონ როშილდმა მე-18 საუკუნეშისაკმაოდ სწორად, მაგრამ სულ სხვა დროში, თუმცა თითქმის იდენტური პრობლემების ეპოქაში. მეტიც, როგორც წესი, ყველა მსხვილი ინვესტორი ყიდულობს აქციებს - კრიზისის დროს, უძრავ ქონებას - ომის დროს.  

ჩვენ დღეიდან, 2020 წლის მიწურულს ვიწყებთ ახალ პროექტს “2020NEWS“-თან ერთად, რომ გაღარიბებული ეკონომიკის ფონზე თითოეულ ოჯახს ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებელი, კონკრეტული გზები დაგანახოთ, გაბეზრებული ყოველდღიურობიდან გაგიყვანოთ და პრაგმატულად შეგახედოთ იმ  შესაძლებლობების სამყაროში, სადაც იგებს გონიერი და  არა - „პატრონიანი“.

2020 წელი - ესაა ფენომენი, რომელიც დარჩება ჩვენს გონებაში და პერიოდი, რომლის განმავლობაში მომხდარი მოვლენების შესახებ ჩვენ აუცილებლად მოვუყვებით ჩვენს შვილიშვილებს. რა თქმა უნდა, ყველასთვის უკვე აბსოლუტურად ნორმალურია ნებისმიერი სირთულე, რომელიც გავიარეთ, ან შეიძლება კიდევ გავიაროთ, რადგან კიდევ თითქმის თვენახევარი დარჩა, ვიდრე დასრულდება ეს წელი და არავინ იცის, როგორი ახალი წელი დაიწყება, პანდემია არსად მიდის და არც ეკონომიკური გაჯანსაღების სხივი ჩანს სადმე!

მკვლელი ვირუსის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, ლარის დევალვაცია, სირთულეები პოლიტიკაში, ზოგადი ეკონომიკური თუ ბიზნესკლიმატის გაუარესება - ეს ის უდიდესი ნეგატივია, რომელსაც საკრალური 2020 წელი გვიტოვებს.

თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს და როგორც ბარონ როლშილდმა მე-18 საუკუნეში თქვა, თანაც საკმაოდ სწორად : "იყიდეთ, როდესაც ქუჩაში იღვრება სისხლი, თუნდაც ის თქვენი იყოს" -  სწორედ დღეს მეორდება მილიარდერი ბარონის სიტყვების ეპოქა, რადგან როცა იხურება ერთი ფანჯარა, იღება მეორე - სხვა შესაძლებლობებით!

ჩვენ ვართ საინვესტიციო, საბროკერო კომპანია, რომელიც უკვე მე-6 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და დღეს, მძიმე 2020-ის მიწურულს, ჩვენ ვიწყებთ ექსკლუზიურ თანამშრომლობას 2020NEWS”-თან, რომელი თანამშრომლობის ფარგლებშიც ერთობლივად შევქმნით ბლოგს, რომლითაც მოგაწვდით განხვავებულ ინფორმაციებს, როგორც საინვესტიციო და ფინანსური ბაზრების შესახებ, ასევე  სხვადასხვა საინტერესო საინვესტიციო პროგნოზსა და ანალიტიკას.

დაგანახვებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი და თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

ეს არ იქნება ბლოგი ბლოგისთვის, ეს იქნება კონკრეტული. ინფორმაციული და გამოყენებადი რესურსი -  როგორც ღირიბი, ასევე საშუალო შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის. ამ ბლოგით ჩვენ გივსებთ  ინფორმაციისა და ცოდნის ვაკუუმს, შესაბამისად კი, გიღებთ შესაძლებლობების  ფანჯარას!

ჩვენი კომპეტენციის სფეროდან გამომდინარე, მზად ვართ, გაგიზიაროთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გახდეს თქვენთვის სასარგებლო, როგორც პირადი ფინანსური დაგეგმარებისთვის, ასევე დიდი შემოსავლის მისაღებად - ახლო მომავალში. ეს ყოველივე კი განხორციელებადი იქნება ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით.

რომ ჩავუღრმავდეთ როტშილდის ფრაზას - "იყიდეთ, როდესაც ქუჩაში იღვრება სისხლი" - ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო ნეგატიური ფონია საზოგადოებაში, მით უფრო მეტი - .. ზედმეტად გაუფასურებული აქტივები იყიდება ბაზარზე.

ყველამ ვიცით, რომ ყველაფერი მთავრდება - სოლომონის ციტატით - "ყველაფერი ჩაივლის, და ესეც ჩაივლის". ეს ნათქვამი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც აქსიომა, რაც ნიშნავს იმას, რომ სიტუაციის დასტაბილურების შემთხვევაში, ზედმეტად გაუფასურებული აქტივები ძალიან სწრაფად აღიდგენენ მათ ნომინალურ ღირებულებას.

ისიც გითხარით, რომ ყველა მსხვილი ინვესტორი ყიდულობს აქციებს კრიზისის დროს, უძრავ ქონებას ომის დროს და ასე შემდეგ.

ახლა კი ჩვენ გვსურს, შემოგთავაზოთ ამ სიიდან ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ემიტენტი - როლს-როისი“  - ყველასთვის ცნობილი ავტომობილების მწარმოებელი, რომლის ძირითადი ბიზნესი არის არა ავტოწარმოება, არამედ თვითმფრინავების ძრავების წარმოება, შეკეთება და მონიტორინგი. Rolls-Royce ჰოლდინგი მუშაობს მსოფლიოში, როგორც სამრეწველო ტექნოლოგიური კომპანია.

ის მუშაობს ოთხ სეგმენტში: სამოქალაქო აერონავტიკა, ენერგოსისტემები, თავდაცვა და ITP Aero.

სამოქალაქო აერონავტიკის სეგმენტი ავითარებს, აწარმოებს და ყიდის აეროძრავებს მსხვილი კომერციული თვითმფრინავების, რეგიონალური რეაქტიული და საქმიანი საავიაციო ბაზრებისთვის, ასევე უზრუნველყოფს შემდგომი მომსახურების სერვისებს.

მომავლის პერსპექტივები: Rolls-Royce აგრძელებს გამორჩეული ინჟინრების ცოდნის გამოყენებას და ისახავს ამბიციურ მიზნებსაც, მათ შორის, იყოს ლიდერი ენერგოინდუსტრიაში. აღნიშნულის მიღწევას კომპანია გეგმავს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით.

მათ შორის, არის ბირთვული ენერგიის ინდუსტრია, რომელიც გამორჩეული იქნება იმით, რომ მაღალი ტექნოლოგიური განვითარების წყალობით, ისინი მოღვაწეობას შეძლებენ ეკოლოგიურად სუფთა გზებით.

მხოლოდ ამ მიმართულებით, 2050 წლისთვის კომპანია შეძლებს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას შესთავაზოს 40,000-მდე სამუშაო ადგილი და დამატებით £ 250 მილიარდის ღირებულება.

აღსანიშნავია Rolls-Royce-ის კოოპერაციები მსოფლიოში წამყვან კომპანიებთან (Siemens), რათა ერთობლივად შექმნან ჰიბრიდული ძრავები - საფრენი აპარატებისა და ხომალდებისთვის.

გარდა იმ ფაქტისა, რომ თვითონ Rolls-Royce შექმნილ დაბრკოლებებს იყენებს შესაძლებლობად, ვითარება ასევე გამორჩეულ შესაძლებლობას წარმოადგენს ინვესტორებისთვის, რადგან აქციების ფასი სულ რამდენიმე დღის წინ რეკორდულად იყო გაუფასურებული, მომავალი კი კომპანიისთვის ნამდვილად პერსპექტიულია.

შეიძინეთ  Rolls-Royce-ის აქციები  ჩვენთან ერთად და მიიღეთ,  მინიმუმ  - 300%-ის მოგება ძალიან ახლო პერსპექტივით. დღეს მისი აქციები უკვე 10%-ით გაძვირდა. სრული შეთავაზების პაკეტი იხილეთ ამ ლინკზე:  https://wt.ge/

ხოლო, თუ  Rolls-Royce-ის აქციებს „ველსისა“ და „2020NEWS“-ის ბლოგის ფარგლებში შეიძენთ, გამოიყენეთ  პრომო კოდი - N2020 და მიიღეთ, არც მეტი და არც ნაკლები, 5%-იანი ფასდაკლება - საბროკერო კომპანია „ველსის“ საკომისიოზე.

თქვენი „ველსი“