სავალუტო აუქციონზე 46 550 000 დოლარი გაიყიდა და ლარი გამყარდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3,3138 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.3193 იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0,55 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 27 ნოემბრიდან შევა ძალაში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარის გამყარების მიზნით, დღეს, ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გატანილი 50 მილიონი აშშ დოლარიდან 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა.
„2020 წლის 25 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მილიონი აშშ დოლარი. აუქციონზე 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3132 შეადგინა",-აღნიშნულია ინფორმაციაში.