ჩაიკეტება თუ არა ზამთრის კურორტები?
ჩაიკეტება თუ არა ზამთრის კურორტები?

A+ A-

09:44 26/11/2020

კორონავირუსის გამო, მთავრობა სავარაუდოდ, ზამთრის კურორტებს 28 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაკეტავს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეზღუდვა ყველა ზამთრის კურორტს მოიცავს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საკურორტო ზონებში სასტუმროები საკარანტინე სივრცედ ან კოვიდსასტუმროებად გადაკეთდება.

ამასთანავე, სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები გაჩერდება.

ცნობისთვის, დღეს მთავრობაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახალი შეზღუდვების შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს.