კახეთში, ავარიას 27 წლის კაცი ემსხვერპლა
კახეთში, ავარიას 27 წლის კაცი ემსხვერპლა

A+ A-

10:58 26/11/2020

კახეთში, ავარიას 27 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოხდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მსუბუქი ავტომობილით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.