საქართველოს სახელმწიფო - "ლოკდაუნ" - ხაბეიშვილი
საქართველოს სახელმწიფო - "ლოკდაუნ" - ხაბეიშვილი

A+ A-

16:13 26/11/2020

განაჩენი ასეთია - გაწყდით შიმშილით. ასე ეხმიანება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ლევან ხაბეიშვილი, მთავრობის მიერ გამოცხადებულ შეზღუდვებს.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ 9 მილიარდი მოიპარა, ხალხს შიმშილობისთვის იმეტებს.

“9 მილიარდი ლარი მოიპარეს, 10 თვე პრანჭიაობაში გაატარეს, ქედმაღლურად გვიმტკიცებდნენ, რომ საუკეთესო კრიზისმენეჯერები არიან და ..... განაჩენი ასეთია - გაწყდით შიმშილით. საქართველოს სახელმწიფო - "ლოქდაუნ", - სოცილურ ქსელში წერს, ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, დღე პრემიერმა გიორგი გახარიამ კორონავირისუსის მართვის ახალი სისტემის ამუშავება დაანონსა.

დაწესდა შეზღუდვები, რომლებიც 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით ამოქმედდება.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირების 3 801 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა, 3 200 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი.