ლარის ახალი კურსი
ლარის ახალი კურსი

A+ A-

17:12 26/11/2020

ეროვნული ბანკის ცნობით, 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3137 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3138 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.9466 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9424 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.42 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4195 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.4248 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 27 ნოემბრიდან შევა ძალაში.