ეკატერინე ტიკარაძემ არჩილ თალაკვაძის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლა

დაპირისპირება ხელისუფლებაში - გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ავთანდილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმაა და ის ამ თანამდებობაზე 2015 წელს დაინიშნა.
სამინისტროში ირწმენებიან, რომ თალაკვაძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.
თავად თალაკვაძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
"ნიუპოსტი"