კახი კავსაძე კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს
კახი კავსაძე კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

A+ A-

21:39 28/11/2020

საქართველოს სახალხო არტისტი, კახი კავსაძე კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით გადაიყვანეს.

მსახიობის ძმის, იმერი კავსაძის განცხადებით, უკვე ერთი კვირაა, რაც მთელი ოჯახი კორონავირუსითაა დაინფიცირებული.

იმერი კავსაძე: – ტკივილები ჰქონდა და გადავწყვიტეთ, რომ კლინიკაში გადასულიყო. უცებ, რომ რამე დასჭირდეს, იქვე იქნება. უკვე ერთი კვირაა ყველანი დაინფიცირებულნი ვართ. რას გაიგებ, ვისგან დავსნებოვნდით. ამის გაგება უკვე ძნელია. ყველანი თვითიზოლაციაში გახლავართ.

 ლევან რატიანის კომენტარმა გაიჟღერა, სუნთქვის გართულება აქვსო.

– ეგ არ ვიცი. კახი მყვირალა კაცია, ჯაჯღანებდა და იყო ერთ ამბავში. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების მანქანა და მთავარ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მე ყველაზე ჯანმრთელად ვგრძნობ თავს. მაგრამ გარეთ ვერ გავდივარ, რომ მივხედო კახის.

"prime time"