დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე მოსახლეობის აცრას დეკემბრიდან დაიწყებენ
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე მოსახლეობის აცრას დეკემბრიდან დაიწყებენ

A+ A-

10:44 29/11/2020

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე მოსახლეობის აცრას დეკემბრიდან დაიწყებენ. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.

 დიდ ბრიტანეთში ვაქცინის მინისტრი  უკვე დანიშნეს. ნადიმ ზაჰანი მოამზადებს და უზრუნველყოფს ყველაფერს, რაც უკვე რამდენიმე დღეში მილიონობით ადამიანის აცრას დასჭირდება. 

მომავალი კვირიდან, ანუ დეკემრიდან, ბრიტანელები BioNTech/Pfizer ვაქცინას მიიღებენ.  

ამასთან, ბრიტანეთში სამედიცინო შემოწმებას გაივლის ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს ვაქცინა. 

The Guardian წერს, რომ ვაქცინის პირველ დოზას დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა 7 დეკემბერს მიიღებს.