დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები
დიდმა ბრიტანეთმა  Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა  დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

A+ A-

15:06 03/12/2020

ოთხშაბათის ამბები

1. S&P 500 ახალ რეკორდს აღწევს

2. დიდმა ბრიტანეთმა დაამტკიცა Pfizer / BioNTech - ის ვაქცინა

3. ამერიკელები ეკონომიკურ აღდგენას სკეპტიკურად უყურებენ


ბაზრები გუშინ

DJIA და S&P 500 მცირედით გაიზარდნენ. გუშინდელ ბაზარს ენერგიის კომპანიის აქციები ლიდერობრნენ, ნავთობზე ფასი ვაქცინის სიახლეებმა გაზარდა. OPEC–ის წევრებს შორის გრძელდება მოლაპარაკებები წარმოების შემცირების შესახებ.

ინვესტორების შეხედულებისამებრ აქციებს შორის ფულის მოძრაობა მაღალი სიჩქარით მიმდინარეობს, რადგან ინვესტორები უფრო რთულად იხრებიან კონკრეტული აქციის აღდგენისკენ. მრავალ გამოცდილ ინევსტორს გამორჩა ეს პროცესი. მათ შეიძლება ჰქონდეთ შანსი იმისა, რაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე თვიური 10% ან მეტი ზრდა ბაზრის მოგების შემდეგ, როგორც ეს ნოემბერში მოხდა.

დღის მთავარი აქცენტები

● გაერთიანებული სამეფოს სარეგულაციო ორგანოებმა დაამტკიცეს Pfizer-ისა და BioNTech-ის  კორონავირუსის ვაქცინა ერთი დღის შემდეგ, რაც ქვეყანაში მოიხსნა ე.წ. ლოქდაუნის შეზღუდვები.  Pfizer ვაქცინის 800,000 დოზა (საკმარისია 400,000 ადამიანის იმუნიტეტის უზრუნველსაყოფად) დიდი ბრიტანეთისთვის ხელმისაწვდომი იქნება მომავალ კვირას, პრიორიტეტი კი მოწყვლად ჯგუფებს მიენიჭება.

● ეროვნული საცალო ვაჭრობის ფედერაციის მონაცემებით, ა.შ.შ.-ში მადლიერების (Thanksgiving) შაბათ-კვირის მთლიანი დანახარჯი ჩამოუვარდებოდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. დღესასწაულთან დაკავშირებულ შენაძენებზე (საჩუქრები, დეკორაციები) მყიდველებმა საშუალოდ 311,75 დოლარი დახარჯეს. ეს 14% -ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე, მაგრამ თითქმის უტოლდება 2018 წლის მაჩვენებელს ($313,29).

● პარალელურად, ონლაინ-გაყიდვების რიცხვმა ,,კიბერ ორშაბათს’’ (მადლიერების დღის შემდგომი ორშაბათი) $10.8 მილიარდს მიაღწია - 15.1%-ით მეტს 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამრიგად, Adobe Analytics–ის მონაცემებით, დამყარდა ამერიკის ყველაზე მასშტაბური ონლაინ-გაყიდვების დღის რეკორდი.

● Eurostat-ის მიხედვით, ევროზონასა და ევროკავშირში უმუშევრობის მაჩვენებლებმა (8.4% და 7.6%, - შესაბამისად) ოქტომბერში მცირე ცვლილება განიცადა. ოფიციალურად, ევროკავშირიდან 16.236 მილიონ ქალსა და მამაკაცს, რომელთაგან 13.825 მილიონი ევროზონის ტერიტორიის ფარგლებში ცხოვრობს, 2020 წლის ოქტომბერში უმუშევრის სტატუსი ჰქონდა. ამავე წლის სექტემბერთან შედარებით, დაუსაქმებელთა რიცხვი ევროკავშირში 91,000-ით, ევროზონაში კი 86,000-ით შემცირდა.

● ტესლას აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ თუ კომპანია ხელს არ მიჰყოფდა გეგმაზომიერად ხარჯვასა და მოგებათა დაბევებას, აქციები გაცამტვერდებოდა ისევე, ,,როგორც სუფლე უროს დარტყმით’’. პრესისთვის ღია წერილში მოწოდება ასევე ხარჯების დაზოგვისკენ კეთდება იმ მიზნით, რომ ავტომობილები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. მასკმა ეს აქცენტები ცოტა ხნის წინ დასვა, როდესაც ინტერვიუში განცხადა, რომ მეგობრული შეთანხმებისა, და არა მტაცებლური შთანთქმის საფუძველზე, მზად იყო მეტოქე ავტომწარმოებლის შესასყიდად.

● კომპანია Mars-ის  მიერ შესყიდვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ სნექების მწარმოებელმა Kind–მა განაცხადა $400 მილიონად სურსათის კომპანია Nature's Bakery-ს შეძენის შესახებ. როგორც Kind-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ლუბეცკიმ The New York Times-ს  განუცხადა, კომპანიის სტრატეგიაა, მიიღოს ,,ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის პლატფორმის’’ სახე, რასაც მათგან ,,მარსის’’ კომპანიის პარტნიორები მოელიან.

● Intel-ის  კომპიუტერული ჩიპების ხმარებიდან ამოღებით, ამაზონი Apple-ს უერთდება. მისმა ,,ღრუბლოვანი ტექნოლოგიის’’ ბიზნესმა დაიწყო ახალი კომპიუტერული სერვისის მარკეტინგი, რომელიც მოიცავს საკუთარ შიდა ჩიპებსა და Arm-ის ტექნოლოგიას, რათა მომხმარებლისთვის სერვისის სისწრაფესა და სიიაფეს ხაზი გაუსვას. Arm-ი Nvidia–მ ამავე წელს შეიძინა.

ეკონომიკური აღდგენის პროცესი ერთობლივი ფონდების გარეშე

გახსოვთ ოქტომბრის თვის გადინებები ერთობლივი ფონდებიდან და ETF-ებიდან, რომლებზეც გუშინ ვწერდით? გარდა იმისა, რომ ნოემბრის ნახტომი საშინელ დროის მენეჯმენტს მოჰყვა, მრავალი ერთობლივი ფონდის მენეჯერმა ვერ მოახერხა ხელახლა ჩართვის დროის სწორად შერჩევა. ყოველ შემთხვევაში, ასე აფასებს BofA- ს კვლევითი გუნდისა და ერთობლივი ფონდის მენეჯერის ანგარიში.

BofA- ს თანახმად, ამჟამინდელ დიდ ერთობლივ ფონდებს შორის, სამიდან მხოლოდ ერთმა მოახერხა Russell 1000-ის შესაბამისი ნიშნულის გადალახვა ნოემბერში. მიმდინარე წელს, ფონდების მხოლოდ 36% ასცდა მაჩვენებელს (შედ. - ოქტომბერში 40%).

რა აკლდათ მათ

მაღალი კაპიტალიზაციის ფონდების 50%-ს ჰქონდა არასაკმარისი ენერგია, 20%-ს კი - რასაკმარისი ფინანსები, ორი საუკეთესო სექტორი (+ 27% და + 17%, შესაბამისად). ამ ორ დაზარალებული სექტორთან დაკავშირებული სიფრთხილის გამო ფონდების დადანაშაულება ძნელია. თუმცა, ამავე დროს, რაც უფრო მკვეთრად ეცემა აქციები, მით სწრაფადვე იზრდება ისინი, როცა ბაზრის ,,განწყობა’’ ცვლილებას განიცდის. პორტფელის მენეჯერებისთვის რთულია დროულად მომართონ ვექტორები ფონდის სტრუქტურებისკენ - რაც შეიძლება იყოს კიდეც მიზეზი ოქტომბრის თვის გადინებებისა.

ამერიკელთა არასახარბიელო ეკონომიკური მოლოდინები

პანდემიის ცხრა თვე მრავალი ამერიკელის შეჭირვებისა და ეკონომიკის საკითხებზე შეშფოთების საფუძველია. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესი იწელება, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად საკმარისი ზომები კი ფაქტობრივად არ იქნა მიღებული.

Gallup-ის ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ ამერიკის ეკონომიკის აღდგენის შესახებ აჩვენა, რომ უმეტესობა ვარაუდობს ამერიკის ეკონომიკის გაურესებას, მხოლოდ 40% ოპტიმიზმით არის განწყობილი ეკონომიკის აღდგენის შესახებ.

თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები