კორონავირუსის ვაქცინა ადამიანის დნმ-ს და გენეტიკას ცვლის - თამარ ივერი
კორონავირუსის ვაქცინა ადამიანის დნმ-ს და გენეტიკას ცვლის - თამარ ივერი

A+ A-

18:13 03/12/2020

კორონავირურის ვაქცინა შეიცავს ისეთ კომპონენტს, რომელიც ადამიანის დნმ-ს და გენეტიკას ცვლის.  ამის შესახებ ოპერის მომღერალი თამარ ივერი აცხადებს.

მისივე თქმით, წამყვანი გერმანელი ექიმები კორონავიუსის მასობივი სახელდახელოდ "შეთითხნილი" ვაქცინირების წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

ივერის განცხადებითვე, ვაქცინირება იოლი გზაა პანდემიის დროებითი ჩაცხრობისთვის.

„ყურადღება! წამყვანი გერმანელი ექიმები გაერთიანდნენ კორონავიუსის მასობივი სახელდახელოდ "შეთითხნილი" ვაქცინირების წინააღმდეგ. ისინი აფრთხილებენ ხალხს, რომ მათ აქვთ გამოჟონილი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვაქცინის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი "არტყავს"და ცვლის ადამიანის მთელ დნმ-ს და უჯრედებს ადამიანის გენეტიკას. ნაყოფიერებას და ნაყოფს, სპერმას, გენეტიკურ კოდს, დროთა განმავლობაში იწვევს ეპილეფსიას,ნერვულ წიკებს,გულყრებს და კიდევ მთელ რიგ გენეტიკურ და შეძენილ გართულებებს. ამბობენ რომ მათთვის შოკისმომგვრელია,მსოფლიოს სხვადასხვა ერის და სპეციფიკის ხალხის..მოზრდილების...ბავშვების...განურჩევლად ყველას...ასე მასობრივად,მილიარდობით ერთი და იგივე სახელდახელოდ შექმნილი,წლების მანძილზე დაუკვირვებელი და გადუმოწმებელი ვაქცინით აცრა“, - წერს ივერი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ვაქცინა შესაქმნელად მინიმუმ 3-5 წელია საჭირო, თუმცა კოპრონავირუსის შემთხვევაში ამისთვის არავის სცალია. 

„ვინც გერმანული იცის ,ის უკეთ გაიგებს ამ სიუჟეტს. ასე რომ , როგორც ეს ვირუსია სარისკო, ასევე მისი სახელდახელო ვაქცინა. წესით, როცა ვაქცინა კეთდება მინიმუმ 3-5 წელია საჭირო მასზე და მის შემდგომ გართულებებზე დაკვირვებისთვის, მაგრამ ვის სცალია ამისთვის? ვაქცინირება იოლი გზაა პანდემიის დროებითი ჩაცხრობისთვის და მერე რა გავლენა ექნება მას ხალხის ორგანიზმზე და რა დაავადებები იფეთქებენ მათში 2-3 წლის მერე, ვისღა აინტერესებს? რაც უფრო მეტი სამკურნალო ხალხი ეყოლებათ მსოფლიო კლინიკებს მით უფრო არ ურჩევნიათ? (ეს არ არის რუსეთის კაგებეს მიერ გავრცლებული ფეიკ ინფორმაციები, რაზეც სულ აპელირებენ რუსოფობები)“, - წერს ივერი.