2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა
2021 წლის დასაწყისში  Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა

A+ A-

16:19 07/12/2020

პარასკევის ამბები

1. აშშ – ს ბაზრები ზედიზედ მე-2 კვირაა ზრდით დაიხურა
2. ნოემბერში მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები დასაქმება დაფიქსირდა
3. რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირაში

ბაზრები პარასკევს

დასაქმების შესახებ ნოემბერში სუსტი შედეგების მიუხედავად ინვესტორები კვლავ მზად იყვნენ ყიდვებისთვის. ამას ორი ახსნა შეიძლება ჰქონდეს. ერთი, რომ ინვესტორები ნოემბრის ასეთ მონაცემებს ელოდნენ და, მეორე მხრივ, შესაძლოა, ისინი ფიქრობენ, რომ ნოემბრის ასეთი შედეგები კანონმდებლებს უბიძგებს, უფრო სწრაფად დაამტკიცონ სტიმულირების პაკეტი.

დღის მთავარი აქცენტები

● OPEC+ - მა შეაჯამა შეხვედრა და 2021 წლის იანვრისთვის დღეში წარმოების 500,000 ბარელით გაზრდაზე შეთანხმდა. ეს ნიშნავს, რომ თვეში პროდუქციის ერთიანი შემცირება 7.7 მბ /დ-ან 7.2მბ / დ-მდე დაიყვანება. შემდეგი თვეების კორექტირება მომავალ შეხვედრებზე გადაწყდება და სავარაუდოდ, 500,000 ბ /დ-მდე შეიზღუდება.

● Moderna-ს განცხადებით, COVID-19 ვაქცინის კვლევის ყველა მონაწილემ შეინარჩუნა მაღალი დონის გამანეიტრალებელი ანტისხეულები მეორე დოზის მიღებიდან სამი თვის შემდეგაც კი. კომპანიამ ავტორიზაციის შესახებ განაცხადი აშშ-ს და ევროპის შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებში შეიტანა. წლის ბოლოსთვის აშშ-ში, სავარაუდოდ, ვაქცინის 20 მილიონი დოზა იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო 2021 წლის პირველ კვარტალში მთელ მსოფლიოში - 100 მილიონიდან 125 მილიონი დოზის ფარგლებში.

● Pew Research Center- ის თანახმად, ამერიკელთა 60 პროცენტი ამბობს, რომ ისინი აუცილებლად ან დიდი ალბათობით მიიღებდნენ კორონავირუსის ვაქცინას, დღეს რომ ხელმისაწვდომი იყოს. ეს მატებაა სექტემბრის 51%-იან მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, რესპონდენტთა უმრავლესობისთვის სასიამოვნო არ იქნებოდა, აღმოჩენილიყვნენ ვაქცინის მიმღებთა საწყის ჯგუფებში. ზაფხულთან შედარებით, მათი სამომავლო ხედვები უფრო მუქ ფერებშია წარმოდგენილი: 71% ფიქრობს, რომ ეპიდემიის პიკი ჯერ კიდევ წინაა, ივნისში კი ამგვარად გამოკითხულთა 59% მიიჩნევდა.

● Reuters–ის ცნობით, კერძო სააქციო კაპიტალის ფირმა  Thoma Bravo გეგმავს შექმნას ტექ. პროფილის მქონე ,,სპეციალური დანიშნულების შემსყიდველი კომპანია’’ (SPAC). Axios-ს  მიხედვით, ცარიელი ჩეკის მოწყობილობა შეეცდება მინიმუმ 1 მილიარდი დოლარი გამოიმუშაოს ჩიტი-ის, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბანკის, მეშვეობით.

● ფასიანი ქაღალდების და გაცვლის კომისიამ (SEC) ორგანიზაცია The Cheesecake Factory მის ბიზნესზე პანდემიის ფინანსური გავლენის შესახებ ინვესტორების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. მარეგულირებელი ორგანოს თანახმად, რესტორნების ქსელი მარტისა და აპრილის თვეებში "მატერიალური სახის არასწორ" ინფორმაციას ავრცელებდა, როცა აცხადებდა მისი "მდგრადი ფუნქციონირების" შესახებ შეკვეთისა და მოწოდების გაზრდის ფონზე. სავარაუდოდ, კომპანიამ ამ პერიოდში მომავალი ინვესტორები და კრედიტის მსესხებლები ფინანსურ პრობლემებში გარია, ვინაიდან დამატებით ლიკვიდურობას ესწრაფოდა.


დასაქმების ზრდა შენელდა

ნოემბერში აშშ-ს ეკონომიკამ 245,000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა და უმუშევრობის დონე 6.9% -დან 6.7%-მდე შემცირდა, ვინაიდან დაქირავების ტემპი COVID-19 შემთხვევების მომატებისა და ბიზნესების დახურვის ფონზე შენელდა. ეკონომისტები თვეში დაახლ. 450,000 ახალ სამუშაო ადგილს ელოდებოდნენ, მაგრამ მომსახურების სექტორში წარმოების განგრძობადმა შემცირებამ, რომელიც მოიცავს მოგზაურობას, დასვენებას და სტუმრის მიღებას, ვერ შეუწყო ხელი სწრად აღდგენას.

დეტალები:

დროებით უმუშევართა რიცხვი 441,000-ით შემცირდა და 2,8 მილიონი შეადგინა, რაც აპრილის მაჩვენებელთან (18,1 მილიონი) შედარებით საგრძნობი ცვლილებაა.
სამუშაოთა სამუდამო დანაკარგების რიცხვი 3.7 მილიონს აღწევს, რაც უცვლელი მაჩვენებელია ოქტომბრის თვის მერე, მაგრამ 2.5 მილიონით მეტია, ვიდრე თებერვალში.
27 ან მეტი კვირის განმავლობაში უმუშევრად დარჩენილი ადამიანების რიგი პერიოდულად 385,000 ამერიკელით ივსება, რითაც გრძელვადიანი უმუშევართა რაოდენობამ 3,9 მილიონს მიაღწია (მთლიანი მაჩვენებლის 36,9%).

2008 წელთან შედარებით

როგორც ეკონომიკური ციკლის კვლევითი ინსტიტუტი აღნიშნავს, სამუშაო ადგილების შექმნის დღევანდელი მაჩვენებელი დიდი რეცესიის დროინდელ დაბალ მაჩვენებლებს ოდნავ უსწრებს, კოვიდ-რეცესიის პირობებში სამუშაოების აღდგენის პროცესი კი უფრო მეტად იწელება.

აქ არის სამუშაო ადგილების მატების მონაცემები გასულ თვეში. შესამჩნევია გადამზიდი და სასაწყობო სამუშაოების მაჩვენებლის საგრძნობი ზრდა, რაშიც წვლილი Amazon-ს მიუძღვის.



ღონისძიებები მიმდინარე კვირაში

ორშაბათი, 7 დეკემბერი:

● გერმანიის სამრეწველო წარმოება (ოქტომბერი)

● კანადის აივის მენეჯერების შესყიდვების ინდექსი (PMI) (ოქტომბერი)

● იაპონიის საყოფაცხოვრებო ხარჯები (ოქტომბერი)

● იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) (Q3)

სამშაბათი, 8 დეკემბერი:

● გერმანიის ZEW– ის ამჟამინდელი პირობები და განწყობის ინდექსი (დეკემბერი)

● ევროზონის წინასწარი მშპ (Q3)

● ბრაზილიის სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) (ნოემბერი)

● ჩინეთის CPI (ნოემბერი)

ოთხშაბათი, 9 დეკემბერი:

● გერმანიის სავაჭრო ბალანსი (ოქტომბერი)

● ბრაზილიის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილება

● აშშ – ს ვაკანსიების და შრომის ბრუნვის კვლევა (JOLTS) (ოქტომბერი)

● კანადის ბანკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილება

● მექსიკის CPI (ნოემბერი)

ხუთშაბათი, 10 დეკემბერი:

● დაგეგმილი IPO Airbnb

● გაერთიანებული სამეფოს საწარმოო წარმოება (ოქტომბერი)

● ბრიტანეთის მშპ-ს ყოველთვიური შეფასება (ოქტომბერი)

● ბრიტანეთის სავაჭრო ბალანსი (ოქტომბერი)

● ბრაზილიის საცალო გაყიდვები (ოქტომბერი)

● ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პოლიტიკის განცხადება და საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილება

● აშშ-ს ძირითადი CPI (ნოემბერი)

პარასკევი, 11 დეკემბერი:

● გერმანიის CPI (ნოემბერი)

● საფრანგეთის CPI (ნოემბერი)

● ინდოეთის CPI (ნოემბერი)

● მიჩიგანის მომხმარებელთა წინასწარი განწყობა და მოლოდინები (დეკემბერი)

IPO Airbnb

ხუთშაბათს, 10 დეკემბერს,Airbnb დაიწყებს ვაჭრობას Nasdaq– ზე ტიკერით - ABNB. თავდაპირველად მიმოქცევაშ იქნება 50 მილიონი აქცია თითო 44 აშშ დოლარიდან 50 დოლარამდე შუალედში. ასეთ მდგომარეობაში ისინი მიახლოებით 2.3$ მილიარდს მიიზიდავენ. IPO-ს დასრულების შემდეგ Airbnb– ის საბაზრო ღირებულება 35 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, თუ მისი აქციები გაიყიდება მისი სპექტრის უფრო მაღალ დონეზე. პანდემიამ მათი ბიზნესი საკმაოდ დააზიანა, რამაც გაყიდვები 72%-ით შეამცირდა 2020 წლის მე-2 კვარტალში. თუმცა ხარჯების შემცირების შემდეგ მე-3 კვარტლის შემცირებამ მხოლოდ 18% შეადგინა.

მთავრობის “გამორთვა”

იმის გამო, რომ ა.შ.შ.-ს მთავრობასთან დაკავშირებულ სიახლეები ხშირად არჩევნებსა და სტიმულირებას ეთმობა, წინა პლანზე გამოდის კიდევ ერთი საკითხი - კანონპროექტის მიღება მთავრობის მუშაობის მორიგი გაჩერების თავიდან ასაცილებლად. თუ კონგრესმა პარასკევის, 11 დეკემბრის ჩათვლით რაიმე სახის დაფინანსების კანონპროექტი არ დაამტკიცა, ფედერალური უწყებების უმეტესობას დაფინანსება ამოეწურება და ამჟამინდელ ადმინისტრაციას მუშაობის შეწყვეტა მოუწევს, რაც რიგით მესამე იქნება მის პერიოდში. დავის საგანია, თუ რა სახის სტიმულსა და საშეღავათო დაფინანსებას მოიცავს ხარჯვის კანონპროექტი. ორმხრივ $908-მილიარდიან წინადადებას მხარი დაუჭირეს დემოკრატიული პარტიისა და სენატის ხელმძღვანელობებმა, რაც მნიშვნელოვანი კომპრომისია საწყისი ათვლის წერტილის, 2.2 ტრილიონი დოლარის შემდეგ. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ასევე კომპრომისი იყო $3,3 ტრილიონი დოლარიანი HEROES Act-ის შემდეგ, რომელიც მაისში დამტკიცდა. ამასთან, სენატის უმრავლესობის რესპუბლიკელი ლიდერი მიჩ მაკკონელი, რომელმაც ზაფხულში 1 ტრილიონი დოლარის ოდენობის სასტიმულო პაკეტის შესახებ შეიტანა წინადადება, აცხადებს, რომ შემოთავაზებული სტიმული კვლავ განახევრდება და 500 მილიარდი დოლარის ოდენობით საშეღავათო დაფინანსებაზე გაკეთდება შეთავაზება.

ECB-ს გადაწყვეტილება

Brexit– ზე  მოლაპარაკებების დასრულება და COVID-19-ის შემთხვევების მეორე ტალღა ევროკავშირის მასშტაბით, ECB გამოაცხადებს მონეტარული პოლიტიკის მორიგ ზომებსა და საპროცენტო განაკვეთის გადაწყვეტილებებს 10 დეკემბერს.

თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა