Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც 765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები
Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც  765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები

A+ A-

16:22 08/12/2020

ორშაბათის ამბები

1. აშშ-ს ფიუჩერსები კვირის დასაწყისში შემცირდა

2. აშშ-ს მთავრობის “გაჩერება” ახლოვდება, სტიმულირებაზე მოლაპარაკებები კი ჯერ კიდევ უშედეგოა

3. IPO -ს რეკორდული რაოდენობა

4. ეკონომიკური მაჩვენებლების უმეტესობა კიდევ ზრდაზე მიუთითებს ვირუსის მეტად გავრცელების მიუხედავად

ბაზრები გუშინ

გლობალური ბაზრები არაეართგვაროვანია კვირის დასაწყისში. ინვესტორები ვაქცინის შესახებ მეტ პროგრესს მოელიან, მათ შორის Moderna - ს და Astrazeneca - ს ვაქცინის კანდიდატების დამტკიცებას. მოგეხსენებათ, დიდმა ბრიტანეთმა დღეს დაიწყო Pfizer და BioNTech - ის მეირ შექმნილი ვაქცინის დისტრიბუცია.

აშშ-ს კანონმდებლები შეეცდებიან ორმხრივი სტიმულირების გეგმის მიღებას ამ კვირაში - სანამ ზამთრის არდადეგები დაიწყება და სანამ მომდევნო პარასკევს მთავრობა არ შეწყვეტს მუშაობას. თუ კონგრესი ამ პარასკევს შუაღამემდე არ დაამტკიცებს დაფინანსების გაგრძელებას, რამდენიმე სამთავრობო სააგენტო იძულებული გახდება დაიხუროს.

დღის აქცენტები

ბრექსითის თაობაზე გადამწყვეტი მოლაპარაკებების ფაზა ბრიუსელში დასასრულს უახლოვდება, რაზეც ევროკომისიის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთი პრემიერ მინისტრი დღეს ისაუბრებენ. როგორც მათ შაბათს განაცხადეს, ,,მნიშვნელოვანი სხვაობა ნარჩუნდება სამი საკვანძო საკითხის გარშემო: თანაბარი პირობები, მართვა და თევზჭერა. ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერცერთი შეთანხმება იქნება არსებითი ამ ამოცანების მოგვარების გარეშე”. 10 დეკემბერი, ევროკავშირის სამიტის დაწყების დღე, ფაქტობრივად გარიგების მიღწევის ახალი დედლაინია.

გასულ თვეში ჩინეთის სავაჭრო მოგება რეკორდულ 75.42 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც 100% -ით მეტია წინა წლის ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით. მიზეზი ისაა, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ლოქდაუნები განმეორებით შემოიღეს. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტი გასული წლის მერე მხოლოდ 4.5% –ით გაიზარდა, ექსპორტმა (21.1%) მოლოდინს გადააჭარბა. აქვე, ცნობისთვის, ა.შ.შ.-ს ისტორიაში ყველაზე მაღალი სავაჭრო პროფიციტი 37.4 მილიარდი დოლარი იყო.

Kodak-ის აქციები ბაზრამდელი ვაჭრობის მეშვეობით 73% -ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გამოძიებამ 765 მილიონი დოლარის ფედერალური სესხების შეჩერებულ პროცესში დარღვევა ვერ აღმოაჩინა. The Wall Street Journal-ის თანახმად, ა.შ.შ.-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის გენერალურმა ინსპექტორმა, ენტონი ზეიკელმა განაცხადა, რომ სააგენტოს თანამშრომლებს შორის რაიმე ინტერესთა კონფლიქტის მტკიცებულება ნაპოვნი არ ყოფილა, მათ შორის, არც ,,DFC-ის ოფიციალურ ნაწილში’’.

Reuters-ის ცნობით, ჰონკონგში არჩეული ოპოზიციური კანონმდებლებისთვის უფლებამოსილებების ჩამორთმევაში მონაწილეობის გამო, ამერიკა რამდენიმე ათეული ჩინელი მაღალჩინოსნისთვის სანქციებს ამზადებს. ეს ნაბიჯი, რომელიც ძალაში შესაძლოა უკვე ორშაბათიდან შევიდეს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) წევრებს შეეხება.

ტრამპის ადმინისტრაციამ უგულვებელყო TikTok– ის ამერიკული აქტივების რომელიმე ამერიკულ კომპანიაზე მიყიდვის დედლაინი, რომელიც თავადვე დაადგინა. დათქმული დრო პარასკევს ამოიწურა, თუმცა ამას რამე სასჯელი, თუნდაც ჯარიმის სახით, არ მოჰყოლია. Bloomberg-ის ცნობით, მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს და, როგორც სავარაუდოა, ჩინური სოციალური მედიაკომპანიას ხელმეორე ვადა არ მიეცემა. შეთანხმების პროცესი ბოლო ფაზას გადის, - ტრამპის ადმინისტრაცია მოწადინებულია დაასრულოს იგი ბაიდენის მიერ უფლებამოსილების აღებამდე.

SpaceX-მა  Falcon 9-ის ტიპის მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის მე-100 წარმატებული გაშვება შეასრულა. NASA-სთან ხელშეკრულების ფარგლებში, იგი კოსმოსურ ხომალდ Dragon-ის განახლებულ სატვირთო ვერსიას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აგზავნიდა. ახალ Dragon-ით შესაძლებელია 20% -ით მეტი მოცულობის ტარება, კოსმოსურ სადგურთან ხუთჯერ მიმოფრენა და მასზე ორზე მეტჯერ დარჩენა.

CME ჯგუფის მიერ გაფორმებული, ისტორიაში პირველი წყლის კონტრაქტი, რომელიც Nasdaq Veles California Water Index-ის (NQH20) მონაცემებს ეყრდნობა. იგი მოიცავს დახმარებას $1.1-მილიარდიანი წყლის ბაზრის იმ მომხმარებლებისთვის, როგორებიც არიან ფერმერები და ქარხნული მწარმოებლები. კერძოდ, მათ შეუძლიათ თავი დაიზღვიონ ფასთან დაკავშირებული რისკებისგან, რომელიც წყლის უკმარისობას შეიძლება მოჰყვეს. გაეროს მონაცემების თანახმად, 2025 წლისთვის 1.8 მილიარდი ადამიანი წყლის აბსოლუტური დეფიციტის, მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი კი მისი ნაკლებობის პირობებში იცხოვრებს. 

2020 წელი IPO-ებისთვის აშკარად გამორჩეულია: საწყისი კრიზისისა და შეფერხებების შემდეგ ინვესტორების შურისმგებლური მადა ახალი ძალით ბრუნდება. წელს 201 ამერიკული IPO (საბაზრო კაპიტალი + $50 მილიონი) შეფასდა, რაც 32.2%-იანი ნამატია გასული წლის მაჩვენებლის შემდეგ, Renaissance Capital-ის მიხედვით (იხილეთ ქვემოთ მოცემული დიაგრამა). ამ წლის მესამე კვარტალში 81 ჩამონათვალი დაფიქსირდა, კვარტლისთვის ყველაზე მეტი 2000 წლის შემდეგ, წერტილი-ქომის კრიზისის (dot-com bubble) პერიოდში. საერთო  ჯამში, Bloomberg-ის მიხედვით, ამერიკულ ბირჟებზე IPO-ებმა რეკორდული 156 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

Crunchbase-ის თანახმად, “უნიკორნებსა” თუ +1 მილიარდი დოლარის ღირებულების მქონე კერძო სტარტაპებს, რომლებმაც IPO–ების საშუალებით „ხვრელები’’ ​​გააჩინეს, ამ წლის ოქტომბერში უკანასკნელი ცნობილი შეფასებასთან შედარებით, გასაჯაროვებული ფასი 117%-ით გაეზარდათ - ყველაზე დიდი ნახტომი ბოლო ხუთ წელში. ამ მხრივ, მეორე ადგილზე 2018 წელია, როდესაც 58% –იანი ზრდა დაფიქსირდა. 

ამ კვირის ყურადღების ცენტრში ორი ამერიკული ,,უნიკორნია’’,  - სურსათის მიწოდების სერვისი DoorDash (DASH) და გაქირავების ბაზარს Airbnb (ABNB) - სავარაუდოდ, თითოეული $3 მილიარდით გაიზრდება შეთავაზების შემდეგ, რაც ამ წლის 5 საუკეთესო ოფერში მოხვდება. ორივე ფირმამ ფასების დიაპაზონი ცოტა ხნის წინ ვირტუალური საგზაო შოუს ჩვენების შემდეგ გაზარდა.

The Wallbn Journal-ის თანახმად, Airbnb-მ დაამტკიცა, რომ პანდემიის პირობებშიც კი მისი ბიზნესმოდელი მდგრადია. შესაბამისად, Airbnb - მაც გაზარდა “დალისტვის” ფასების დიაპაზონი 44-50$-დან 56-60$-მდე. ეს ყველაფერი კომპანიის საერთო ღირებულებას $42-მდე გაზრდის, როდესაც წინა მაჩვენებელი $18 მილიარდს შეადგენდა. DoorDash-ის აქციები კი ვაჭრობას დაიწყებს $90-95 დიაპაზონში თითო აქციაზე. მისი კაპიტალიზაცია ასეთ დროს 35$ მილიარდს მიაღწევს. კომპანიის შემოსავლები 2020 წლის პირველ 9 თვეში გასამმაგდა.

კიდევ ერთი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ამ კვირაში “დაილისტება” ბირჟაზე, არის BlackRock- ს მხარდაჭერილი საწარმოთა ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი C3.ai. S-1 დოკუმენტის თანახმად, მისი შემოსავალი 71% -ით გაიზარდა 2020 წლის 30 აპრილს დასრულებულ ფისკალურ წელს და 69.4 მილიონი აშშ დოლარი იზარალა. იგი ოთხშაბათს დაიწყებს ვაჭრობას ტიკერით - "AI", რაც დაუჯერებელია, რომ ჯერ კიდევ არავის გამოუყენებია.

ეს არის ამერიკის ბანკის გლობალური კვლევის ზრდის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც უზრუნველყოფს “ხარისებური ბაზრის” ან “ნეიტრალურ” სიგნალს. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მას შემდეგ, რაც ბანკმა დაიწყო აღწერა, 2019 წლის დასაწყისიდან, ასევე 76%-ით მეტი გასულ თვეებზე.

38 ინდიკატორს შორის, სამრეწველო იმპულსის ინდიკატორმა და იაპონიის საწარმოს ინდიკატორმა ნოემბერში მიაღწიეს ყველა დროის მაქსიმალურ მაჩვენებლებს. ეკონომიკის აღდგენა მიანიშნებს, რომ ფართოვდება PMI 32 ქვეყანაშ 41 ქვეყნიდან. ანალოგიურად, The Global Wave ვარაუდობს მძლავრ აღმავლობას გლობალური მაკრო და მოგების ციკლში, შვიდივე კომპონენტების გაუმჯობესება - განსაკუთრებულათ პროგრესირებენ: გლობალური შემოსავლების გადახედვის კოეფიციენტი, გლობალური ინდუსტრიული ნდობა და მომხმარებელთა ნდობა.

თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

6. 2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა