ბრექსითის ეკონომიკური ეფექტი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამდე 2 კვირა რჩება - ინვესტორები გაურკვევლობაში არიან
ბრექსითის ეკონომიკური ეფექტი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამდე 2 კვირა რჩება - ინვესტორები გაურკვევლობაში არიან

A+ A-

17:21 09/12/2020

სამშაბათის ამბები

1. გამოკითხვების მიხედვით საზოგადოების განწყობა ბაზრის ზრდაზე მიუთითებს

2. Brexit, აშშ -ს სტიმული და ინდოელი ფერმერები ყურადღების ცენტრში არიან

3. 90 წლის ბრიტანელმა ქალმა პირველმა მიიღო COVID ვაქცინა

4. აშშ-ში რესტორნების დახურვით გამოწვეული არასახარბიელო ციფრები

ბაზრები გუშინ

გლობალურმა ბაზრებმა დილა შემცირებით დაიწყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში უკვე აიცრა პირველი ადამიანი და ასევე გავრცელდა ხმები, რომ აშშ-ც ვადაზე ადრე დაამტკიცებს ვაქცინას, ბაზრებმა ზრდა დაიწყო და კიდევ ერთხელ მიაღწია ახალ რეკორდულ ნიშნულს.

Brexit– ის შესახებ მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შედის, რადგან დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამდე სულ რაღაც 2 კვირა რჩება. ეს კიდევ ერთი მაკროეკონომიკური ფაქტორია, რაც ინვესტორებს მომდევნო წლებისთვის ბუნდოვნებას უქმნის. 

მიკროეკონომიკა განაგრძობს ჩამოშლას მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით მწვავედ დგას საკთხი აშშ-ში. ქალაქებში ვირუსის სწრაფი გავრცელება კვლავ აიძულებს ბიზნესებს დაიხურონ. წელს სულ მცირე 110 000-ზე მეტი ობიექტი დაიხურა.

ინვესტოპედიას ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, მკითხველების 77% 2021 წელს ბაზარზე მიღწევების მოლოდინშია, ხოლო 20% ფიქრობს, რომ ეს ძალიან ძლიერი იქნება.

დღის მთავარი აქცენტები

Amazon-ის მიერ მხარდაჭერილი სტარტაპი Aurora Innovation Uber-ის თვითმართვის პრობლემებიან და სადავო განყოფილებას იძენს. ასევე, ტაქსის კომპანია $400-მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს Aurora-ს 26%-იანი წილის ფარგლებში მთლიანი კომპანიისა, რომელიც 10 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. Uber-ის აღმასრულებელი დირექტორი დარა ხოსროშაჰი უერთდება Aurora-ს მმართველ ბორდს.

General Electric-მა გამოაცხადა, რომ მან 4 მილიარდი დოლარი დახარჯა ბალანსის აღდგენისა და ფინანსური მდგომარეობის გამყარებისთვის. მან წინდაწინ ჩადო 2.5 მილიარდი დოლარი საპენსიო გეგმის სავალდებულო დაფინანსებაში და GE Capital-თან $1.5-მილიარდიანი ვალი გაისტუმრა. პროგნოზის თანახმად, მეოთხე კვარტალში მოსალოდნელია სულ მცირე 2.5 მილიარდი ოდენობის წარმოებითი ნაღდი ფულის თავისუფალი შემოდინება და დადებითი სახის შემოდინება 2021 წელს.

Tesla-ს აქციები ბაზარზე წინასაბაზრო ვაჭრობაში გაუფასურდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ განაცხადა, რომ SEC filing-ით $5 მილიარდამდე ღირებულების საერთო აქციის გაყიდვას გეგმავს. Bloomberg-ის თანახმად, კომპანიამ $5-მილიარდიანი აქციები სექტემბერში გამოაქვეყნა, მანამდე კი, $2-მილიარდიანი აქციები - თებერვალში. ,,ჩვენ ვაპირებთ შეთავაზებიდან გამოვიყენოთ წმინდა შემოსავალი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომ კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი ბალანსი, გარდა სხვა ზოგადი კორპორატიული მიზნებისა”, - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, გოლდმან ზაქსი აპირებს ნიუ-იორკიდან ფლორიდაში თავისი ერთ-ერთი ძირითადი განყოფილების გადატანას, რაც მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს ნიუ-იორკის ეკონომიკასა და გლობალური ფინანსების ერთგვარი ჰაბის სტატუსს. ამ დრომდე, საინვესტიციო ბანკი აქტივების მართვისა და ათასობით თანამშრომლის საქმიანობის ადგილს გადასატანად სწორედ მზიან შტატში ეძებდა .

eMarketer-ის თანახმად, კომპანია Kroger პირველად მოხვდება ამერიკის ათი საუკეთესო საცალო ონლაინ-მოვაჭრის სიაში, სადაც რიგით მე-9 ადგილს დაიკავებს. Kroger-მა წელს სახლში საკვების მიღებაზე მოთხოვნის ზრდისგან იხეირა. სამაგიეროდ, Macy's, რომელსაც შარშან მე-10 ადგილი ეკავა, წელს ჩამონათვალიდან ამოვარდა, ვინაიდან ტანსაცმლის გაყიდვების მიმართ ხალხის ინტერესი შემცირდა. ,,Kroger-ს ასევე თავისი ადრეული ციფრული ინვესტიციები დაეხმარა, რის გამოც ის მომზადებული შეხვდა 2020 წლის მოულოდნელობებს’’, აღნიშნავს eMarketer-ი.

ამ კვირაში მოლაპარაკებათა ოთხი რაუნდის ბედი წყდება, რასაც ყველა ინვესტორი ადევნებს თვალს

1. ბრექსიტის სავაჭრო შეთანხმება: ბრექსიტის მოლაპარაკებები საკვანძო ფაზას გადის, ვინაიდან ბრიტანეთი ევროკავშირის ერთიან ბაზარსა და საბაჟო კავშირებს რამდენიმე კვირაში ტოვებს. პოლიტიკური დრამა კულმინაციაში შეჰყავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ვიზიტს ბრიუსელში. იგი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენს შეხვდება. ვიზიტის დრო ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სამაგიეროდ, ცნობილია გაერთიანებული სამეფოს პოზიცია ე.წ. გამოსვლის შეთანხმების (Withdrawal Agreement) შესახებ, რომლის გაწყვეტას შიდა ბაზრის კანონპროექტის (Internal markets bill) ფარგლებში ის არ ემხრობა. ფსონების პლატფორმა Smarkets-ზე წლის ბოლოსთვის სავაჭრო გარიგების ალბათობა დეკემბრის დასაწყისში არსებული 80%-დან დღეს 63.29%-მდე დაეცა. ეს არის ამ ამბების პირდაპირი გავლენა ფუნტ სტერლინგის კურსზე ევროსა და ამერიკული დოლარის მიმართ.

2. ევროკავშირის სტიმული: ხუთშაბათსა და პარასკევს გასამართი ევროკავშირის სამიტი $2.2-ტრილიონიანი წინადადების განხილვის არენად მოგვევლინება. ეს თანხა 2021-27 წლების ბიუჯეტსა და ბლოკის სტიმულირებაზე გამოყოფისთვის მოიაზრება. უნგრეთი და პოლონეთი ამ წინადადებას ,,კანონის უზენაესობის" პრინციპის მეშვეობით ბლოკავენ, - ორგანიზაციის წევრებს, დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, მოთმენა მოუწევთ. ,,გეგმა B’’, როგორც ცნობილია, ამჟამად მუშავდება, რომლითაც შესაძლებელი იქნება ორი ქვეყნის გამორიცხვა სტიმულირების შეთანხმებიდან.

3. ა.შ.შ.-ს სტიმული: დემოკრატმა ლიდერებმა და, ზოგიერთი ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა, მხარი დაუჭირეს ორპარტიულ $908-მილიარდიან დახმარების კანონპროექტს კორონავირუსთან ბრძლის ფარგლებში, მაგრამ სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი კვლავ უარზეა. მას 500 მილიარდი დოლარის ოდენობის ,,მიზანმიმართული" კანონპროექტის მიღება სურს, რომელიც, მისი თქმით, მასობრივ პარტიათაშორის წინაღობას გაივლის. მნიშვნელოვან პროგრამებს, როგორიცაა გაზრდილი უმუშევრობის დაზღვევა, ვადა თვის ბოლოს გასდით. კონგრესი ასევე მუშაობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგას, თუ კვირის ბოლომდე ხარჯვის კანონპროექტი არ დამტკიცდება. მაგიდაზე უკვე დევს ერთკვირიანი შეფერხების დასაფინანსებელი კანონპროექტი, რომლითაც ამ კრიტიკული მნიშვნელობის დებატების შობისწინა კვირაში გადატანა იქნება უზრუნველყოფილი.

4. ინდოელი ფერმერების პროტესტი: მრავალი ინვესტორის რადარზე არ არის, თუმცა აღსანიშნავია ინდოეთის ფერმერებსა და ინდოეთის მთავრობას შორის დაპირისპირება, რომელიც სექტემბერში მიღებულმა ახალმა სამეურნეო რეგულაციებმა გამოიწვია. ფერმერების საყოველთაო გაფიცვას მხარი პროფკავშირებმა და რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამაც დაუჭირეს. ათიათასობით ადამიანი, პოლიციასთან შეხლისა და მკვეთრად ვარდნილი ტემპერატურის მიუხედავად, დედაქალაქ დელის მიდამოებში დაბანაკდა. საზღვარპოლიციელებთან ძალადობრივი დაპირისპირებისა და ტემპერატურის დაძაბვის მიუხედავად. ამ დროისთვის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის უკვე ხუთი რაუნდია ჩატარებული.

დღეს ქოვენთრის მკვიდრი მარგარეტ კინენი (იხ. ზევითა სურათზე) მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც მიიღო COVID-19-ის ავტორიზებული ვაქცინა. 90 წლის ინგლისელმა ბებომ, რომელმაც აცრა Pfizer/BioNTech-ის პროგრამის ფარგლებში გაიარა, თქვა: ,,ეს დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარია, რომელსაც ვისურვებდი. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ საბოლოოდ მე შევძლებ ვიყო ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ახალ წელს, მაშინ როცა წლის უმეტეს პერიოდში ჩემს თავთან მარტო ვიყავი დარჩენილი’’.

მხოლოდ ოთხ შტატში - აიდაჰო, მისისიპი, ინდიანა და ოკლაჰომა - ოქტომბერში უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა კვების ინდუსტრიაში, ვიდრე თებერვალში.

რესტორნების ეროვნული ასოციაციის (National Restaurant Association's) მიხედვით, ამერიკაში პანდემიის მანძილზე სწორედ ამდენი რესტორანი დიდი ხნით, ან სამუდამოდ დაიხურა. NRA-ს შეფასებით, მუდმივად დახურული რესტორნების უდიდესი უმრავლესობა იყო კარგად დამკვიდრებული ბიზნესი და მათი თემები. საშუალოდ, ამ რესტორნებს 16 წლის მანძილზე უმუშავიათ, და 16 პროცენტი მინიმუმ 30 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ კონგრესისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც სახელმწიფო ორგანოს ე.წ. რესტორნების აქტის დაუყოვნებლივ მიღებასა და დახმარების სხვა მცდელობებისკენ მოუწოდებს.

ინფორმაციისთვის, კვების ინდუსტრიას აშშ-ს მშპ-ს 4%-ს იკავებს და მასში 15 მილიონი ადამიანია დასაქმებული.

თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

6. 2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა

6. Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც 765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები