ვაქცინის დამტკიცების მოლოდინში, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციები მერყეობდა - "ველსის" გლობალური ეკონომიკური ანალიზი
ვაქცინის დამტკიცების მოლოდინში, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციები მერყეობდა - "ველსის" გლობალური ეკონომიკური ანალიზი

A+ A-

18:50 10/12/2020

ხუთშაბათის ამბები

1. ვაქცინის დამტკიცების მოლოდინში აშშ-ს ბაზრები არაერთგვაროვანი იყო
2. IPO-ები ყურადღების ქვეშ, DoorDash და Airbnb-ის აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა
3. ECB-მ ობლიგაციების ყიდვის პროგრამა გააგრძელა
4. Facebook-ს კვლავ უჩივლეს ანტიმონოპოლურ საკითხებთან დაკავშირებით
5. ოქროზე მოთხოვნა შემცირდა

ბაზრები გუშინ

გლობალური კაპიტალის ბაზრებზე დილით ვარდნა დაფიქსირდა, რადგან კორონავირუსისგან გარდაცვალების ყოველდღიურმა შემთხვევებმა გუშინ აშშ-შ 3.000-ს პირველად გადააჭარბა, მსოფლიოში გამოვლენილი ინფიცირების მაჩვენებელმა კი 69 მილიონამდე მიაღწია. ინვესტორები ვაქცინაზე მეტ სიახლეებს ელიან, რადგან Pfizer და BioNTech-ის პრევენციული მეთოდი ექსპერტთა პანელის მიერ გამოკვლევის პროცესშია, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელია მისი საგანგებო წესით გამოყენებაზე დასტურის მიცემა. სტიმულირების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი აშშ-ში კვლავ გაყინულია, თუმცა კანონმდებლებმა ხმა მისცეს მთავრობის დაფინანსებას კიდევ ერთი კვირის განმავლობაში, რომ უახლოეს პარასკევ საღამოს ფუნქციონირების შეწყვეტის თავიდან ასაცილებლად.

IPO-ს ბაზარზე მოქმედების მთავარი სცენა აშშ-ს საფონდო ბირჟებს ეთმობა, რადგან გუშინ DoorDash–მა საკუთარი დებიუტისთვის კარები შემოაღო; აქციების 85%-ით გაიზარდა. მსგავსის მოლოდინი აქვს Airbnb-საც, ვინაიდან მან კიდევ გასაყიდი აქციების ფასი კიდევ ერთხელ ასწია. ინვესტორები ახალი რამეების ყიდვას ესწრაფვიან, რადგან აპრილის თვეში წარმატებული გარიგებების ეფექტი უკვე ნელდება.

Facebook კვლავ ანტიმონოპოლისტური კანონმდებლობის მანიპულაციებში ჩათრეული აღმოჩნდა (უფრო ქვემოთ). საქმე Instagram-სა და WhatsApp-ს, მის ორი ყველაზე პოპულარულ და მომგებიან აპლიკაციას ეხება. მარკ ცუკერბერგს რამდენიმე კარგი ადვოკატის დაქირავება ხელეწიფება, შესაბამისად, ამ საქმეზე მუშაობას ცოტა დროს ნამდვილად არ დასჭირდება. რაღაც პერიოდი, Facebook და Big Tech ლეგალური, წილების საკითხის გამო ზეწოლას განიცდიდნენ. აგვისტოს მერე, FAANG-ის აქციები, გარდა ანბანისა (GOOGL), დღემდე უცვლევ მფლობელობაშია.


დღის მთავარი აქცენტები

● ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს გააფართოვა ფულადი მასიური სტიმულირების პროგრამა კიდევ 500 მილიარდი ევროთი (605 მილიარდი დოლარი). მან შეინარჩუნა საპროცენტო განაკვეთები 0.00% -0.50% დიაპაზონში, ოქტომბრის თვეში მიცემული ,,ინსტრუმენტების გადახალისების’’ დაპირების შესაბამისად და თავისი ობლიგაციების ყიდვის პროგრამაში ჩართო, რადგან კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მთელს კონტინენტზე საყოველთაო ლოქდაუნის შემოღებისკენ უბიძგებს.

● The Wall Street Journal-ის თანახმად, Airbnb-მა IPO-ს თითოეული წილი 68 დოლარად შეაფასა (ჯამში 47 მილიონი დოლარი), რაც აღემატება ნავარაუდებ $56-$60-ს. მოკლევადიანი არენდული კომპანია $3.7 მილიარდით გაიზარდა და 

Nasdaq-ის ინდექსზე ვაჭრობას ,,ABNB" ნიშნის ქვეშ დაიწყებს. DoorDash-სა და C3.ai-ის აქციები , IPO-ს ფასებთან შედარებით, 86%-ითა და 120%-ით (შესაბამისი თანმიმდევრობით) მეტი შეფასებით დაიხურა.

● ბრიტანეთისა და ევროკავშირის სავაჭრო მოლაპარაკებები კვირიდან ნაკლებად სავარაუდოდ, თუმცა შეიძლება მაინც გაგრძელდეს, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენს შორის ბრექსითის სავაჭრო შეთანხმების შესახებ ,,მყარი გადაწყვეტილების’’ მიღების დედლაინი უიქ-ენდის ბოლოს იწურება. გაერთიანებული სამეფოს მთავრობიდან წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ,,გამყოფი ხაზი ორივე მხარეს შორის ნარჩუნდება და ჯერ კიდევ ბუნდოვნად მოჩანს მისი დაძლევის პერსპექტივა".

● Reuters-ის მიხედვით, აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის მოვალეობის შესრულების თაობაზე ბაიდენის ადმინისტრაცია ქეთრინ ტაის დაუკავშირდა. ამჟამად ტაი House Ways and Means Committee-ის სავაჭრო საკითხებში მთავარი იურისტად მუშაობს. დანიშვნის შემთხვევაში, იგი პირველი ფერადკანიანი ქალი გახდება, ვინც პრეზიდენტის მთავარი სავაჭრო მრჩევლის, აგრეთვე სავაჭრო საკითხებში მომლაპარაკებლისა და სპიკერის მოვალეობას შეასრულებს.

● ოქტომბერში ბრიტანეთის მშპ-მ 0.4%-ით გაიზარდა, რაც მატება ზედიზედ მეექვსე თვეა. ამასთან, ტემპი ივნისის შემდეგ ყოველთვიურად მცირდებოდა და ახლანდელი მშპ თებერვლის მაჩვენებელს კვლავ 7.9%-ით ჩამორჩება. მომსახურების წამყვან სექტორს ოქტომბერში აქტივობის მხოლოდ 0.2%-იანი ზრდა დაუფიქსირდა. მომსახურებაში შემავალი ინდუსტრიებიდან ტურისტული სააგენტოების, საჰაერო ტრანსპორტის, შემოქმედებითი ხელოვნება/გართობისა და სარკინიგზო ტრანსპორტის სექტორები თავიანთი პრე-პანდემიური მაჩვენებლების 50%-ით ნაკლებ ნიშნულსაც ვერ აღწევენ.

● The New York Times-ის ცნობით, Walt Disney-ის კომპანია ინვესტორებისთვის ოთხსაათიან პრეზენტაციაზე სტრიმინგის კონტენტის განვრცობის გეგმას წარადგენს. ,,დისნეის ზოგიერთი მაღალბიუჯეტიანი ფილმი ექსკლუზიურად კინოთეატრებში გავა, ზოგიერთის დებიუტი კი ონლაინსივრცეში შედგება. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება, რაც გულისხმობს Dysney+-ის, კომპანიის საკვანძო სტრიმინგ სერვისის, გაძლიერებას", ციტირებს სააგენტო. ეს ცოტა ხანში გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც Warner Bros-მა გააჟღერა გადაწყვეტილება მომავალ წლისთვის ერთდროულად ყველა ფილმის HBO Max-ზე გაშვების შესახებ.

 

გუშინ სასამართლოში Facebook-ის წინააღმდეგ ერთბაშად ორი ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანეს. ფედერალური სავაჭრო კომისიის და 48 გენერალური პროკურორისგან შემდგარი კოალიციის მიერ წარდგენილი საჩივრები ითხოვს გადაიხედოს Iნსტაგრამ-ისა (2012 წ. 715 მილიონი დოლარი) და  Instagram-ისა (2014 წ. 19,6 მილიარდი დოლარი) შესყიდვათა პროცედურები. სოციალური მედიის ორგანიზაციას აგრეთვე ბრალი ედება მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის მიერ საკვანძო API–ებზე წვდომისთვის ხელის შეშლაში, ნებისმიერი პოტენციური კონკურენციის აღკვეთის მიზნით. შტატებს სურთ, ხელში ჰქონდეთ მტკიცებულება, სანამ მსგავსი მასშტაბის შესყიდვები კიდევ განხორციელდება.

განა... თქვენ არ თქვით, რომ კარგია ?!

რასაკვირველია, იგივე გარიგებები თავის დროზე სწორედ ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) ეგიდის ქვეშ დამტკიცდა, რის გამოც, თავის მხრივ Facebook-ი ახალ ბლოგში ამ უახლეს ზომებს ,,რევიზიონისტული ისტორიად’’ და ,,გადაკეთების მცდელობად" ნათლავს. ,,FTC და შტატები წლების განმავლობაში უმოქმედოდ იყვნენ, მაშინ  Facebook-ი ინვესტიციებში მილიარდობით დოლარსა და აუარებელ დროს დებდა Instagram-ისა და WhatsApp-ის იმ სახის აპლიკაციების შესაქმნელად, , რომლითაც ადამიანები დღეს სიამოვნებით სარგებლობენ. ნიშანდობლივია, რომ თავის დროზე FTC-ს ორმა კომისარმა ხმა იმ აქტს მისცა, რომლის წინააღმდეგ დღეს თვითვე მოქმედებენ’’, განცხადა Facebook-ის ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა მრჩეველმა ჯენიფერ ნიუსტედმა. უფრო ადრე, კონგრესის წლევანდელ სხდომაზე დაახლოებით მსგავსი არგუმენტებით წარსდგა კომპანიის გენერალური დირექტორი მარკ ცუკერბერგი. მაშინ მის პოზიციას ჩრდილს აყენებდა CFO-სადმი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება, რომელიც კონგრესისთვის ცნობილი გახდა. წერილში ორგანიზაციული შერწყმა ,,მზარდი საფრთხის განეიტრალების გზად’’ იყო შეფასებული.

თუმცა, საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე გამოძიების განახლების პრეროგატივა ისევ FTC-ს ეკუთვნის. Facebook-ის აქციები კი ამ სიახლეების შემდეგ 1.93%-ით დაეცა. ორგანიზაციას მომავალი კიდევ ერთ კრიზისს უქადის, ვინაიდან ინვესტორების ნაწილმა უნდა დაიწყეს ინფორმაციის გადააზრება.

ეგზისტენციალური საფრთხე

კვლევითი ფირმა eMarketer-ის მიხედვით, Facebook-ის სარეკლამო შემოსავლების თითქმის ნახევარი (48.8%) წელს Instagram-ზე მოდის. Bloomberg-ის წყაროების თანახმად, გასულ წელს ეს მაჩვენებელი ,,25%-ს აღემატებოდა", eMarketer– ის პროგნოზით კი 2022 წელს ის 60.3%-მდე გაიზრდება.

კალიფორნიული ფირმა  Menlo Park არ ამზეურებს გაყიდვებს ამ ,,აპლიკაციების ოჯახიდან’’, როგორც მას თვითონ უწოდებს. თუმცა სულ უფრო მკაფიოა  Facebook-ის დამოკიდებულების ზრდა Instagram-ზე და შეტყობინებების პლატფორმა WhatsApp-ზე. რეკლამის განმთავსებლები აჩვენებენ, რომ Instagram-ს ისინი  ყველა სხვა სოციალური მედიის პლატფორმაზე მეტად ამჯობინებენ. Facebook ასევე კონცენტრირებულია WhatsApp-ის მონეტიზაციაზე მიმოწერის ამ პლატფორმის ელექტრონული კომერციის იარაღად ქცევის გზით, როგორც მაგალითად, ინდოეთის დიდ ბირჟებზე ხდება. იმავდროულად, Facebook Blue-ს მომხმარებლის ზრდის ტემპი შენელდა.

 


დიდი რიცხვი: 107 ტონა ან 6,8 მილიარდი დოლარი

სუფთა თანხის ოქროს ETF-ს მარაგი გასულ თვეში შემცირდა, რადგან ფასები, 2016 წლის ნოემბრის შემდეგ, ყველაზე დაბლა დაეცა. მსოფლიო ოქროს საბჭოს ბოლო ანგარიშის თანახმად, ეს წარმოადგენდა მართვის ქვეშ მყოფი აქტივების (AUM) 2.87%-ს და ერთი წლის განმავლობაში პირველ წმინდა გადინებას უდრის, ასევე სიდიდით მეორე თვიურად გადინებას 2013 წლის აპრილის შემდეგ.

ოქროს ETF–ს, რომელიც ბაზრის გაურკვევლობის გამო რისკის დაზღვევად მიიჩნევა, 2020 წელს 916 ტონა ($ 50,3 მილიარდი) წმინდა შემოდინება ჰქონდა. ეს 50%-ით მეტია, ვიდრე წინა რეკორდი 2009 წელს (646 ტონა), ფინანსური კრიზისის პერიოდში. საერთო გლობალური მარაგი ახლა 3,793 ტონას (215 მილიარდი დოლარს) ითვლის.

თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

6. 2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა

6. Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც 765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები

7. ბრექსითის ეკონომიკური ეფექტი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამდე 2 კვირა რჩება - ინვესტორები გაურკვევლობაში არიან

8. შავი ხვრელი ქართულ ეკონომიკაში და სავალუტო ჯიხურის კლიენტის პოლიტიკა ეროვნულ ბანკში - რა ხდება გვენეტაძის უწყებაში