"ბრექსითი" და კორონაპანდემია გლობალურ ბაზრებს უტევს და ამცირებს - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ანალიზი
"ბრექსითი" და კორონაპანდემია გლობალურ ბაზრებს უტევს და ამცირებს - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ანალიზი

A+ A-

16:11 14/12/2020

პარასკევის ამბები

1. გლობალური ბაზრები მცირდებოდა სტიმულირების პაკეტის და ბრექსიტის შესახებ გაურკვევლობის გამო

2. როგორ გამოიყურება ეკონომიკური აღდგენის მაჩვენებლები

3. ევროკავშირმა დაამტკიცა $2.2 ტრილიონიანი სტიმულირების პაკეტის ბიუჯეტის გეგმა

4. რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირაში

ბაზრები პარასკევს

გლობალური კაპიტალის ბაზრები პარასკევს დილით თითქმის მთლიანად ,,გაწითლდა’’: ამერიკაში ამჟამად შეჩერებული მოლაპარაკებებს  სტიმულირების შესახებ ინვესტორები სულ უფრო მეტი პესიმიზმით უყურებენ, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთის ,,სრული ბრექსიტის” (სავაჭრო შეთანხმების დაუდებლობა) რეალურ შანსს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში მოლაპარაკებები გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და ევროკავშირის კომისიას შორის წარმატებით არ მიმდინარეობს. Covid-19-ის შემთხვევათა ინტენსიური ზრდის გამო ღრუბლები გროვდება ასევე გერმანიის ცაზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ამასობაში ახალი 2.2 ტრილიონი დოლარის სტიმული და ბიუჯეტის გეგმა მიიღო.

FDA-ს საგანგებო სიტუაციების მრჩეველთა კომიტეტის მიერ Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინისთვის მწვანე შუქის ანთება ინვესტორებში დიდ ენთუზიაზმს არ იწვევს. ვაქცინისა და ეკონომიკური აღდგენის საგა, რომელსაც სათავე ამ თვეში დაედო, აშშ-სა და ევროპაში ინფექციის შემთხვევების მომრავლებამ დაჩრდილა. როგორც იტყვიან, ზამთარი კარზეა მოსული.

მთელი წლის მანძილზე, ინფექციის მზარდი შემთხვევები გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის აღორძინების საქმეში ბუის როლს ირგებდა. იმატებს შემთხვევები, - ირევა ეკონომიკა. ქვემოთ უფრო ვრცლად იხილეთ ეკონომიკური აღდგენის გრაფიკი აშშ-ის დიდი ქალაქების მიხედვით.

დღის მთავარი აქცენტები

FDA-ს საკონსულტაციო კომიტეტმა Pfizer-ისა და BioNTech-ის COVID-19 ვაქცინის საგანგებო წესით გამოყენებას 17-4-ზე ხმებით მხარი დაუჭირა. პანელი შედგება ამერიკის ყველა კუთხიდან არსებული დამოუკიდებელი სამეცნიერო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებისგან. ეს არასავალდებულო რეკომენდაციაა და მაშინ ითვალისწინებენ, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილებას FDA-ის პერსონალის მიერ მიიღება.

Sanofi-მ და GSK-მ კორონავირუსის ვაქცინის პროგრამის დროებით შეჩერების შესახებ გამოაცხადეს. 1/2 ფაზის შუალედურმა შედეგებმა ახალგაზრდებში ძლიერი, ასაკოვნებში კი სუსტი იმუნური რეაქცია აჩვენა. ანტიგენის ფორმულის დახვეწას კვლევის 2b-ფაზის პერიოდში მოელიან. ეს უკანასკნელი თებერვალში დაიწყება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, წარმოების ჩაშვება 2021 წლის შუა რიცხვების ნაცვლად, სავარაუდოდ, 2021 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება.

Brent მარკის ნავთობის ფიუჩერსებმა მარტის შემდეგ $50-ს პირველად გადააჭარბა - ინვესტორები ფსონს მძლავრ ეკონომიკურ აღდგენაზე დებენ. ეს იმის მიუხედავად, რომ აშშ-ს ნედლი ნავთობის მარაგი, EIA-ს მიხედვით, გასულ კვირას 15.2 მილიონი ბარელით გაიზარდა (სულ 503.2 მილიონი ბარელი), როცა ანალიტიკოსები 1.4 მილიონბარელიან ვარდნას ელოდნენ.

AstraZeneca-მ განაცხადა, რომ გამალეიას რუსულ ინსტიტუტთან, კორონავირუსის ვაქცინის, Sputnik V-ის შემქმნელებთან ითანამშრომლებს, ვინძლო ორი ვაქცინური ვერსია წარმატებით გაერთიანდეს. რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა, რომელიც Sputnik V-ზე მუშაობას აფინანსებდა, თვის ბოლოსთვის AstraZeneca-სთან ერთად საერთო კლინიკური კვლევების დაწყება დააანონსა.

Spotify-ის ბოლო 4 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, JPMorgan-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ადამიანები საშობაო სიმღერების მოსმენას ყოველ მომდევნო წელს სულ უფრო ადრე იწყებენ. როგორც ამბობენ, ეს შესანიშნავია კომპანიებისთვის, რომლებიც ინვესტიციებს მუსიკალურ ინტელექტუალურ საკუთრებაში დებენ (მაგ. Hipgnosis Songs Fund, რომელმაც ცოტა ხნის წინ შობის განუყრელი ატრიბუტის, მერაია ქერის ,,All I Want For Christmas Is You’’-ს 50%-იანი წილი შეიძინა). გასულ თვეს Spotify-მ გამოაცხადა, რომ Christman Hits, ყველაზე პოპულარული სადღესასწაულო ფლეილისთი 2020 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი ინტენსივობით ირთვებოდა.

ევროპა კოვიდ-სტიმულირების პროცესშია, გერმანიის პიკისა და ბრექსითის ფონზე 

სანამ უნგრეთისა და პოლონეთის მიერ დადებული ვეტო გარკვეულ შეშფოთებას იწვევდა, ევროპის ლიდერებმა 2.2 ტრილიონი დოლარის ოდენობის შვიდწლიანი ბიუჯეტისა და სტიმულირების გეგმა ბრიუსელის სამიტის შეხვედრაზე უკვე მიიღეს. 

ევროპულმა საბჭომ ასევე დაადგინა, რომ 1990 წელთან შედარებით, 2030 წლისთვის სათბურის გაზების ემისია, სულ მცირე, 55%-ით შემცირდება. ეს ორგანიზაციისთვის ისტორიული მომენტია, - ის გაიყოფს საერთო კოვიდ-ტვირთს. პანდემიური დახმარება ერთობლივი სესხით დაფინანსდება. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა პანდემიური გადაუდებელი დახმარების შესყიდვების პროგრამა განავრცო და გაახანგრძლივა. 

ევროს აქციები გაიზარდა

ევროპის საფონდო ბირჟას სტიმულირების ამბები მხედველობაში ძირითადად არ მიუღია. STOXX Europe 600 ინდექსი დღეს 1%-ით დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადების შემდეგ. ამ უკანასკნელის მიხედვით, დიდი შანსია, რომ ქვეყანამ ევროკავშირი ახალი სავაჭრო შეთანხმების გარეშე დატოვოს. მან ხალხს მოუწოდა, ,,ავსტრალიური სტილის" ვარიანტისთვის მოემზადონ. (ვრცლად იხილეთ აქ). 

გერმანიაში კოვიდ-შემთხვევების რიცხვი იზრდება

ინვესტორებს ასევე შეშფოთებულნი არიან ეპიდსიტუაციის ესკალაციით გერმანიაში, ევროკავშირის ყველაზე დასახლებულ და დიდი ეკონომოკის მქონე ქვეყანაში. ქვეყანაში რეკორდული რიცხვები - ინფიცირების 29.875 და გარდაცვალების 598 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შობამდე უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებას მოასწავებს. როგორც ცნობილია, კანცლერი ანგელა მერკელი ამ საკითხის განსახილველად 16 ფედერალური შტატის ლიდერებს შეხვდა და საყოველთაო “ლოქდაუნის” გადაწყვეტილება იქნა მიღებული. იგი ძალაში მომდევნო ოთხშაბათიდან შევა.

Bundesbank-ის ბოლო პროგნოზების თანახმად, მშპ წელს 5.5%-ით შემცირდება, რაც ივნისში ნავარაუდებ ვარდნასთან შედარებით მცირე რიცხვია. ამავდროულად, 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზისეულმა მაჩვენებელმა 3.2-დან 3%-მდე ჩამოიწია.

დიდი რიცხვი: 137 მილიონი

2 დეკემბრის მდგომარეობით, Disney-ის სტრიმინგ-სერვისები სწორედ ამდენ ფასიან გამოწერამდე (subscribe) იყო ასული. კომპანიის პროგნოზით, ეს რიცხვი 2024 წლისთვის 300-350 მილიონამდე გაორმაგდება. ამჟამინდელი გამომწერების რაოდენობაში შედის ESPN+-ის 11.5 მილიონი, Hulu-ს 38.8 მილიონი და Disney+-ის 86.8 მილიონი. შედარებისთვის, კონკურენტ Netflix-ს მესამე კვარტალში 195 მილიონი გამომწერი ჰყავდა, რომელიც წლის ბოლოსთვის 201 მილიონამდე მიაღწევს. 

დღევანდელი დიდი რიცხვი ერთ-ერთი იყო იმ 50-ზე მეტი განცხადებიდან, რომელიც კომპანიის ინვესტორთა დღის პრეზენტაციაზე გაკეთდა. აქ დიდი აქცენტი მომავალი სტრიმინგის შინაარსს დაეთმო. მხოლოდ Disney+ წელიწადში 100-ზე მეტი სათაურის გამოშვებას ისახავს მიზნად. ფანების ეგზალტირების მიზნით, ოფიციალურმა Twitter ანგარიშმა  ლაივ განახლებები გააზიარა. სიახლეს, რომელიც უახლოეს წლებში Disney+-ზე ახალი 50 Marvel-ის, Star Wars-ის, Dysney-ისა და Pixar-ის შოუსა და ფილმის გაშვებას პირდება მომხმარებელს, უკვე 38.000-ზე მეტი მოწონება და რეტვიტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც  კინოთეატრებში სიარული რაღაც ხნით გამოირიცხა, კომპანიები ყველა ფსონს დებენ იმაზე, რომ კვლავ ჩაგვსხან იმ სავარძელში, რომელზე თვეების მანძილზე ვისხედით.

2024 წლის ფისკალური წლის ბოლოსთვის, ,,მაუსის სახლმა” Dysney+-ის გლობალური გამომწერების რაოდენობის თამასა სავარაუდო 230-დან 260 მილიონამდე ასწია. ადრინდელი, ხუთ წელზე გათვლილი მიზანი 60 მილიონიდან 90 მილიონამდე აწევისა ცხრა თვით ნაკლებ დროში იქნა მიღწეული.

რამდენიმე მნიშვნელოვანი ციფრი:

აშშ-ში Dysney+-ის ფასის თვიური 1 დოლარიდან 7.99-მდე გაიზრდება (2021 წლის მარტი);

Dysney-ის პაკეტის (Disney +, Hulu და ESPN +) ფასი თვეში $13.99 იქნება (2021 წლის მარტი);

Disney+ და ESPN+ 2021 წლის პირველ კვარტალში Comcast X1 set-top box–ისა და Flex პლატფორმებზე გამოჩნდება;

რამდენიმე არაამერიკულ ბაზარზე, ახალი ზოგადი შინაარსის ბრენდი Star Disney+-სთან იქნება გაერთიანებული.

პოპულარული Keeping Up With Kardashians-ის ვარსკვლავები მრავალი წლით განსაზღვრული გარიგების საფუძველზე ახალ საერთაშორისო მნიშვნელობის კონტენტს შექმნიან, რომელიც აშშ-ში მხოლოდ Hulu-ს, საერთაშორისო მასშტაბით კი Star–ის მეშვეობით გადაიცემა.

ღონისძიებები მიმდინარე კვირაში

ორშაბათი, დეკემბერი 14:

ევროზონის ინდუსტრიული წარმოება (ოქტომბერი)

ინდოეთის სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) (ნოემბერი)

ჩინეთის ინდუსტრიული წარმოება (ნოემბერი)

ჩინეთის უმუშევრობის დონე (ნოემბერი)

იაპონიის სერვისების PMI (დეკემბერი)

ამშაბათი, დეკემბერი 15:

ფრანგული CPI (ნოემბერი)

ბრაზილიის ცენტრალური ბანკის სხდომის ოქმები

ნიუ იორკის შტატის წარმოების ინდექსი (დეკემბერი)

აშშ-ს სამრეწველო წარმოება (ნოემბერი)

იაპონიის სავაჭრო ბალანსი (ნოემბერი)

ოთხშაბათი, დეკემბერი 16:

შერიგების დღისთვის სამხრეთ აფრიკაში ბაზრები ისვენებს

დიდი ბრიტანეთის CPI (ნოემბერი)

დიდი ბრიტანეთი წინასწარი მომსახურება და წარმოების შესყიდვების მენეჯერების ინდექსები (PMI) (დეკემბერი)

საფრანგეთის წინასწარი მომსახურება და წარმოების PMI (დეკემბერი)

გერმანიის წინასწარი მომსახურება და წარმოების PMI (დეკემბერი)

აშშ-ს საცალო გაყიდვები (ნოემბერი)

კანადის ძირითადი CPI (ნოემბერი)

აშშ-ს ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტის განცხადება და საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილება

ხუთშაბათი, დეკემბერი 17:

დიდი ბრიტანეთი ინგლისის ბანკის QE და საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილება

აშშ-ს სამშენებლო ნებართვები (ნოემბერი)

აშშ-ს საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დასაწყისი (ნოემბერი)

ფილადელფიის ფედერალური წარმოების ინდექსი (დეკემბერი)

იაპონიის ბანკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილება და მონეტარული პოლიტიკის განცხადება

პარასკევი, დეკემბერი 18:

ბოლო ვადა აშშ-ს კონგრესისთვის დაამტკიცოს დაფინანსების პაკეტი, რათა თავიდან აირიდონ სამთავრობო უწყებების გაჩერება

დიდი ბრიტანეთის საცალო გაყიდვები (ნოემბერი)

გერმანიის ბიზნეს კლიმატის ინდექსი (დეკემბერი)

კანადის ძირითადი საცალო გაყიდვები (ოქტომბერი)

თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

6. 2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა

6. Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც 765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები

7. ბრექსითის ეკონომიკური ეფექტი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამდე 2 კვირა რჩება - ინვესტორები გაურკვევლობაში არიან

8. შავი ხვრელი ქართულ ეკონომიკაში და სავალუტო ჯიხურის კლიენტის პოლიტიკა ეროვნულ ბანკში - რა ხდება გვენეტაძის უწყებაში

9. ვაქცინის დამტკიცების მოლოდინში, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციები მერყეობდა - "ველსის" გლობალური ეკონომიკური ანალიზი